ავსტრალიური ELLE-ს ივნისის ნომერზე ბლოგერი მარგარეტ ჟანგია გამოსახული. სურათის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ჟორჟ ენტონია, რომელმაც პროფესიონალურ აპარატურაზე უარი თქვა და ყდის ფოტოს გადასაღებად iPhone 7 Plus გამოიყენა.
ჟურნალში მოდის განყოფილება მთლიანად სმარტფონითაა გადაღებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყდისთვის გადაწყვიტეს. ამ ფაქტის გამო ELLE-ს ეს ნომერი ისტორიაში შევიდა, რადგანაც ის პირველი გარეკანია, რომლისთვისაც სპეციალური გადასაღები მოწყობილობები არ გამოუყენებიათ.
"გაკვირვებული ვიყავი იმით, თუ როგორ თავისუფლად ვგრძნობდი თავს... არ ვფიქრობდი ობიექტივებზე, შტატივებსა და კომპიუტერზე. საინტერესო იყო გარშემომყოფთა დამოკიდებულებაც. ადამიანები ტელეფონით გადაღებას იმდენად მიეჩვივნენ, რომ ყურადღება არავის მოუქცევია."