სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ბედი დიზაინერობაში სცადა და ქუდების ხაზი გამოუშვა. როგორც ნინომ OK!-თან საუბარში აღნიშნა, მალე მისი ქუდები ამერიკაში გაიყიდება და ფასი იგივე იქნება, რაც საქართველოში 100-დან 150 ლარამდე. მისი ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად მიდის და 6 ივნისს გრანდიოზულ პრეზენტაციას გეგმავს.