ერთ დროს, ბორტგამცილებლების ერთადერთი დანიშნულება იყო, რომ მგზავრებისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ. სილამაზესა და მოდურობას მათგან არ ითხოვდნენ. ემილიო პუჩიმ კი ყველაფერი შეცვალა: მან ერთ-ერთი ავიაკომპანიის გოგონებს მოკლე ქვედაბოლოები ჩააცვა. მას შემდეგ, ბორტგამცილებლების უნიფორმა კორპორატიული სტილის მნიშვნელოვანი დეტალი გახდა.
#5 AIR FRANCE
2000-იანებში კრისტიან ლაკრუა ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. სტაბილურობის დაბრუნებაში Air France დაეხმარა. ავიაკომპანიამ მას მუქი ფერების შენარჩუნება სთხოვა. დიზაინერმა მათთვის ბაფთებით გაფორმებული ტანზე მომდგარი კოსტიუმები და წითელი ხელთათმანები შექმნა, რომლებიც იდეალურად წარმოაჩენს ფრანგულ ელეგანტურობას.
#4 ALITALIA
იტალიურმა კომპანიამ კი ჯორჯო არმანის მიმართა, რომელმაც ტრადიციული მკაცრი სტილი შეცვალა. მანამდე გოგონებს სწორი ქვედაბოლოები მუხლს ქვემოთ ემოსათ, არმანიმ კი მოდაში უბრალოება და დახვეწილობა დააბრუნა.
#3 ETIHAD AIRWAYS
ეტორე ბილოტას მიერ შექმნილ სტილს "იშვიათ კლასიკურ ელეგანტურობას" უწოდებენ. მილანელმა დიზაინერმა ავთენტიური რეტრო მოდა დაამკვიდრა.
#2 BRITISH AIRWAYS
ბრიტანული ავიაკომპანიისთვის კი Givenchy-მ იზრუნა. უპირატესობა მკაცრს კოსტიუმებს და მოკლე ფერად ქვედაბოლოებს ენიჭება. ავიაკომპანიის სალონებში ბრიტანული სტილი ნამდვილად შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი.
#1 EMIRATES
სტიუარდესები ევროპული სტილის ჰიჯაბებით შემოსეს. ტონალობები ყველასგან განსხვავებული და მოდურია. მათ წითელი ტუჩსაცხი აუცილებლად მოეთხოვებათ. მის გარეშე სამსახურიდან თავისუფლად ითხოვენ.