კემბრიჯის ჰერცოგინიას Dolce&Gabbana-ს კაბას დღემდე უამრავი გოგონა მოჰყავს აღტაცებაში. ბრენდის უნიკალური მწვანე კაბა მას ფრენბურთის მატჩზე ემოსა.
ბოლო დროს, დიზაინერებს მთელი მსოფლიოდან სთხოვენ ზუსტად იმავე მოდელის კაბას. აღმოჩნდა, რომ Dolce&Gabbana-მ ის სპეციალურად ქეითისთვის შეკერა.
მაღალი მოთხოვნის გამო, მოდის სახლმა კაბის შეკერვა გადაწყვიტა და ხორცისფერ და მწვანე ფერებში წარმოადგინა. ქეითის საპატივცემულოდ კაბას Middleton ეწოდა. მისი ღირებულება 3000 დოლარია.