არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცები მოდას არ მისდევენ და მოდის ტენდეციებს არ აფასებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს 10 ტენდეცია, რომლებზეც მამაკაცები გიჟდებიან.
#1 ტოპი მკლავების გარეშე
მამაკაცების აზრით, მხრები და ლავიწები უფრო მგრძნობიარედ გამოიყურება, ვიდრე ზურგი და კოჭები. ისინი აუცილებლად გაამახვილებენ ყურადღებას ამ დეტალზე.

#2 მამაკაცის პერანგი
მამრობითი სქესის წარმომადგენლები დიდიხანია დარწმუნდნენ, რომ მამაკაცის პერანგები ქალებს უფრო უხდებათ, ვიდრე კაცებს.

#3 თეთრი ჯინსი
კონკრეტული მიზეზი არ გააჩნიათ, უბრალოდ ძალიან მოსწონთ თეთრი ჯინსი ქალბატონებზე. თუ ფორმებს გამოკვეთავს-მითუმეტეს.

#4 სპორტული ტანისამოსი
ქსოვილები, რითიც სპორტული ტანსაცმელი მზადდება, თითქმის ყოველთვის იპყრობს მამაკაცების ყურადღებას.

#5 მაღლა შეკრული და ჩამოშლილი თმა
ეს ვარცხნილობა ერთგვარი ჰიპნოზია მამაკაცებისთვის, გოგონას სახე უფრო გამოკვეთილი და ელეგანტურია.

#6 მაქმანი
მამაკაცები მას ყველაზე ქალურ დეტალად მიიჩნევენ გარდერობში. კანი, რომელსაც მაქმანი ფარავს-მათთვის ძალიან მიმზიდველია.

#7 დიდი ჯემპრი
ეს ელემენტი მიუთითებს იმას, რომ გოგონას იუმორის გრძნობა აქვს და მასთან ურთიერთობა საინტერესო და მარტივი იქნება.

#8 შიშველი ზურგი
ქალების ეს ტრენდი საკმაოდ ეშმაკურია: სიშიშვლე სიშიშვლის გარეშე. ზურგზე ღრმა ჭრები მათ ყურადღებას ნამდვილად იქცევს.

#9 მსუბუქი კაბა მაღალი ჭრებით
რომანტიკულია და არც ძალიან გახსნილი. ეს ტრენდი ქალზე დამოუკიდებლობისა და ღირსეულობის შეგრძნებას ბადებს. მას უფრო მიმზიდველად თვლიან კაცები ვიდრე მოკლე ქვედაბოლოს.

#10 ლოკონები
ლოკონებს, რომლებიც მაქსიმალურად ბუნებრივია-მამაკაცები სექსუალურად თვლიან.






