დემნა გვასალიაზე მოდის გამოცემები წერას არ წყვეტენ. ყველა საუბრობს იმ შესაძლებლობაზე, რომ თბილისი მისი წყალობით მსოფლიო მოდაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მიიღებენ კი მოდის დედაქალაქები: ნიუ-იორკი, მილანი, პარიზი და ლონდონი ახალ ქალაქს?
ქართველი დიზაინერის ერთ-ერთ შთამაგონებელ წყაროდ საბჭოთა კავშირის გავლენას ასახელებენ. თანამედროვე დიზაინი, რომელსაც პროლეტარიული ელფერი აქვს-დემნას ახალ ტრენდებს მოდის მოყვარულები თავს ვერ ანებებენ. „ახალგაზრდა თაობაში, დემნა გვასალია გამოჩენილი დიზაინერია, ამიტომაც ისინი ხშირად ცდილობენ, რომ Vetements-სა და Balenciaga-ს იმიჯი მოირგონ.“
მოდის გამოცემებს არც თბილისის მოდის კვირეულები რჩებათ უყურადღებოდ. ერთ-ერთმა გავლენიანმა ამერიკულმა საიტმა ცნობილ ადამიანებს ჰკითხა აზრი, თუ როგორ შეუძლია თბილისს მოდის დედაქალაქების გვერდზე დგომა.
სოფო ჭყონია: „თბილისი არასტანდარტულ ქვეყანაში მდებარეობს, რის გამოც ადამიანები ვერ აანალიზებენ თუ რამდენად მოდური შეიძლება იყოს ის. ქართველი დიზაინერები მუდამ ახლის ძიებაში არიან და დიდ პროგრეს განიცდიან“
გრიგორ დევეჟიევი: თბილისი ბავშვს ჰგავს, რომელიც ახლახანს დაიბადა და პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ის ძლიან სწრაფად ვითარდება. უნდა აღვნიშნო, რომ თბილისი მრავალფეროვანი კულტურით გამოირჩევა და გარშემო ყველაფერს შთამბეჭდავს ხდის. ამაში კი მცირე რესურს ხარჯავს. კრეატიულ ადამიანებს ინსპირაცია უბრალოდ ამ ქუჩებში სიარულისგანაც კი მოუვათ.“
ირაკლი რუსაძე (Situationist): Situationist-ს გარკვეული ფაქტორი შთააგონებს. საქართველოში არაა ადვილი, რომ კოლექციისთვის განკუთვნილი მასალები მოიპოვო. თითოეულ მცირე დეტალზე დიდი ძალისხმევა უნდა დახარჯო, სწორედ ესაა შთაგონება, რომ კრეატიულად უნდა იფიქრო რათა გადაწყვეტილებები მიიღო. ქვეყნის საბჭოთა წარსული დღემდე მოქმედებს ადამიანების ფიქრებსა და პერსპექტივებზე.
ლუიზა ჩალათაშვილი: მიუხედავად საბჭოთა კავშირის გავლენისა, ახალგაზრდებში დიდი მიდრეკილება შეიმჩნევა ევროპული სამყაროს მიმართ. სწორედ ეს სინთეზი ხდის უნიკალურს ქართული ქუჩის სტილს.
როგორ დაახასიათებდით სამ სიტყვაში ქართულ მოდას?
გრიგორ დევეჟიევი: სწრაფი, მოულოდნელი, მრავალფეროვანი.
სოფო ჭყონია: ეკლექტიკური, ექსპერიმენტალური და ცოცხალი.
ირაკლი რუსაძე: განსხვავებული, საინტერესო და პერსპექტიული.
ლუიზა ჩალათაშვილი: კარგი, ცუდი და უშნო.
და ბოლოს, როგორ იწვევს დემნა გვასალია თავისი წარმატებით საქართველოს წარმატებას?
სოფო ჭყონია: „ის არ მალავს, რომ ქართველია. პირიქით, ცდილობს საქართველო მოდის რუკაზე მოაქციოს. მან მთლიანად შეცვალა მოდის აზროვნება და სხვა ხედვა მიანიჭა მას. თითქოს ტანისამოსიდან მეტი პერსონალურობა წამოწია.
ირაკლი რუსაძე: „დემნას კარგად ვიცნობ და ვამაყობ მისით. მან გზა გაუკვალა სხვა ქართველ დიზაინერებს.
ლუიზა ჩალათაშვილი: „მის ნამუშევრებში დიდი შრომა იგრძნობა და მხოლოდ ცოტაოდენს თუ შეუძლია იგივეს განმეორება.