მამაკაცის ხაზის სახელწოდება: აზნაური
დიზაინერი: ირაკლი რუსაძე
ბრენდი: Situationist
ადგილმდებარეობა: საქართველო
განათლება: თვითნასწავლი
ქართულ ბრენდ Situationist-ზე მსოფლიო მოდა საუბრობს. ამჯერად, ამერიკულმა „ვოგმა“ განათავსა სტატია, იმის შესახებ, რომ ირაკლი რუსაძე მამაკაცის სამოსს ქმნის, რომლის სახელწოდებაცაა „აზნაური“.
ბრენდს სახელი ბელა ჰადიდმაც გაუთქვა, რომელმაც ქართველი დიზაინერის სამოსი არჩია. მამაკაცის ხაზი ტყავს, სპორტულ სამოსს და 90-იანების სტილს აერთიანებს.
საინტერესო ფაქტი: შავი მოსაცმელისთვის, დიზაინერმა საბჭოთა კავშირის მეხაძრის უნიფორმა გამოიყენა, რომელიც მიტოვებულ ქარხანაში იპოვნა.
2017 წლის გაზაფხულის კოლექციაში ბრენდმა მიმდინარე ქართული დროშა გამოიყენა. „აზნაურის“ კოლექციაში კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918 წლიდან 1921 წლამდე) დროშას იყენებს.