კანის კინოფესტივალი-ეს არამხოლოდ წითელი ხალიჩა და ღონისძიებებია. ამ დროს მთავარი მოვლენები ლაჟვარდოვან სანაპიროზე ხდება-პლანეტის ულამაზესი ქალბატონები სეირნობენ და მზეს ეფიცხებიან. კანის ყველაზე განხილვადი გოგონები მზის აბაზანების მიღებისასაც ისეთივე შთამბეჭდავად გამოიყურებიან, როგორც ხალიჩაზე. ამიტომ, მათ ზუსტად იციან მომავალი ცხელი სეზონისთვის დამახასიათებელი ტენდეციები.
სეირნობისთვის ვარსკვლავები გამჭვირვალე კაბებს ირჩევენ ყვავილოვანი პრინტით. ამ წელს ასევე აქტუალურია თეთრი და ხორცისფერი შარვლები, ტოპები ღია მხრებით და მაქმანი. მოდური ერთი ფერის საცურაო კოსტიუმები წარწერებით მშვენივრად უხდება ჯინსებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. თუმცა, სანაპიროზე მათ სანდლებით ანაცვლებენ და ღია ფერის კედებს არჩევენ ზღვაში თამამად შეცურვამდე.
კენდალ ჯენერი-ბელა ჰადიდი
ელე ფენინგი
ბიანკა ბალტი
კორტნი კარდაშიანი და კენდალ ჯენერი
ევა ლონგორია და დოუთზენ კრუზი
როგორც ხედავთ, საცურაო კოსტიუმები მაქსიმალურად უბრალო და მარტივია: არანაირი ზედმეტი დეტალი ან გაფორმება. მოდაშია პასტელური ფერების ან შავ-თეთრი მოდელები. ექსპერიმენტებიც შეიძლება 80-იანების სტილში მაღალი წელითა და რუშებით.
ელზა ჰოსკი
კენდალ ჯენერი
ემილი რატაკოვსკი
ბელა ჰადიდი
ემილი რატაკოვსკი და თინა კუნაკი
ტალია შტორმი