American Crime Story-ის მესამე სეზონი შესაძლოა ყველაზე საინტერესო იყოს. მასში ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის შესახებ გვიყვებიან, რომელმაც 1997 წლამდე მოდის სამყარო გააბრწყინა. დონატელა ვერსაჩეს როლი პენელოპა კრუსს ანდეს: მომხიბლავი შავგვრემანი გოგონა ქერა ძალაუფლების მქონე ქალად გადაიქცა. ინტერნეტში პირველი კადრი გავრცელდა, სადაც პენელოპა ჯანი ვერსაჩეს მაიამის სახლში ორ დაკუნთულ მამაკაცთან ერთად პოზირებს. სერიალის ფაბულა დიდ ინტრიგას გვპირდება.