კემბრიჯის ჰერცოგინიას და პიპა მიდლტონი გათხოვდა! მისი ქორწინება „საუკუნის სამეფო ქორწილიდან“ 6 წლის შემდეგ ჩატარდა. გთავაზობთ დების ქორწილების შედარებას. რას მოითხოვს სამეფო ეტიკეტი?
ორივე დამ ბრიტანელი დიზაინერის კაბა არჩია. ქეითმა Alexander McQueen-ის, პიპამ კი Giles Deacon-ის, რომელზეც ყველა მოდური გოგონა გიჟდება, კენდალ ჯენერიდან გვინეტ პელტროუმდე. ნათელია, რომ ორივე გოგონამ დაახლოებით იდენტური იმიჯი აარჩია. არცერთს არ სურდა კონტრასტებით თამაში.
პიპას კაბის ღირებულება: 52 ათასი $
ქეითის კაბის ღირებულება: 400 ათასი $
ორივე გოგონა ტანზე მომდგარ სამოსს ამჯობინებს და ქორწინებისთვისაც კლასიკური სილუეტი არჩიეს.
შლეიფი კი კაბებს განსხვავებული ჰქონდათ. ქეითის კაბის დაბოლოების სიგრძე 3 მეტრამდე მერყეობდა.
ქეითის კაბა ფრანგული მაქმანით მხოლოდ დეტალებში იყო გაფორმებული. პიპასი კი თითქმის მთლიანად მისგან შედგებოდა. პიპამ ქეითისგან განსხვავებით მოშიშვლებულ ხელებზეც გააკეთა აქცენტი.
ვუალი ორივეს ერთნაირი აღმოაჩნდა.
პიპას თმას მარგალიტის აქსესუარი ულამაზებდა. ქეითს კი Cartier-ს ტიარა ეკეთა, რომელიც ელიზაბეტ მეორეს პირადი კოლექციიდან იყო. ამ შემთხვევაში პიპამ დასთან შეჯიბრება არ სცადა.
პიპა მიდლტონის ქორწილის ღირებულება 1 მილიონი $
სტუმრების რაოდენობა: 300
ქეით მილდტონის ქორწილის ღირებულება 26 მილიონი $
სტუმრების რაოდენობა: 1,900