დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის ჰერცოგინიას დის პიპა მიდლტონის ქორწილი გაიმართა. გოგონამ მნიშვნელოვანი დღისთვის ბრიტანელი დიზაინერის ჯაილზ დიკონის კაბა არჩია ზურგზე გულის ფორმით. ულამაზეს დეტალებს მარგალიტი აერთიანებდა-მიდლტონმა მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელზე სპეციალურად დაამზადებინა მარგალიტი.
33 წლის პიპა 41 წლის ბიზნესმენს ჯეიმს მეთიუსს გაჰყვა ცოლად. ყველაზე დიდი გამოხმაურება ქორწილში ქეით მილდტონმა და პრინცებმა გამოიწვიეს. ქეითს ალექსანდერ მაქვინის კაბა ემოსა. ქორწილი 300 კაცისთვის გაიმართა.
ბავშვებმა ეს დღე ყველას სახალისოდ დაამახსოვრეს.
სამეფო ქორწილი სტუმართა მრავალფეროვანი, დახვეწილი და აკადემიური ტანისამოსითაც გამოირჩეოდა.
პრინცესა ეუგენია
როჯერ ფედერერი
გერი გოლდსმიტი
ოლივია ჰანთი
ქორწილის საღამოს მეგან მარკლიც ესტუმრა, პრინც ჰარის შეყვარებულმა ტაძარში სტუმრობას თავი აარიდა