მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი ფრანგული "ვოგის" ივნისისა და ივლისის ნომრის გმირია. მარიო ტესტინოს გადაღებულ ფოტოებში მოდელს Vetements-სა და ManoloBlahnik-ის კოლაბორაციის პროდუქტი-გახმაურებული ბოტფორდები აცვია.
ერთ ფოტოში კი ზუსტად იმეორებს დემნა გვასალიას ბრენდის Vetements-ის 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნიმუშს.