ემილი რატაკოვსკიმ კანის კინოფესტივალის იუბილის აღსანიშნავად ლეგენდარული მსახიობის ვიზუალის მორგება გადაწყვიტა. მოდელმა ინსტაგრამზე შიშველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მხოლოდ ყელსაბამით წარსდგა საზოგადოების წინაშე. სოფი ლორენისთვის დამახასიათებელი მაკიაჟითა და ვარცხნილობით, ასევე ლორენის ცნობილი გამოხედვის სტილით ემილი რატაკოვსკის კანის ფესტივალის ისტორიული დიდების გამოხატვა სურდა.