ჯიჯი ჰადიდი Harper’s Bazaar-ის საიუბილეო ნომრის გარეკანზე მოხვდა და კოსმიურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. სუპერმოდელი ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამჟღავნებს.
ჰადიდმა ისაუბრა, რომ მას და მის შეყვარებულს, ზეინ მალიკს უცხოპლანეტელების სჯერათ. ჯიჯიმ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ცხოვრებაში კარიერის განვითარება აინტერესებს და ყოველთვის ცდილობს რაიმე ახლის შესწავლას.
„ბრტყელტერფიანი ვარ, ამიტომაც პოდიუმზე გასასვლელად სპეციალური ფეხსაცმელები მჭირდება, თანაც ისეთი, რომ ვერ შენიშნონ ჩემი პრობლემა.“
თავის დაზე, ბელა ჰადიდზე: „მას მშვენივრად ესმის ჩვენი საქმიანობის ნიუანსები. მასთან ყველანაირ პროფესიულ საკითხს ვარჩევ. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ესმით.“