ამ წელს, შვედური ბრენდი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. გაგანდობთ საიდუმლოს, თუ როგორ გამოუვიდათ მის მფლობელებს პროვინციალური მაღაზიის ნამდვილ იმპერიად გარდაქმნა.
40-იან წლებში, კანცელარიის მაღაზიების ქსელის მფლობელი პირველად მოხვდა აშშ-ში და თავისუფლების ქანდაკებისა და Empire State Building ნაცვლად ნიუ-იორკული მაღაზიებით Macy’s-თა და Barney’s-მ მოიხიბლა. სტოკჰოლმში დაბრუნებისას გახსნა მაღაზია სახელად Hennes(მისთვის), რომელიც მოდურ ტანისამოსს დაბალ ფასებში ყიდდა.
პირველი მაღაზია 1947 წელი
60-იანებში პერსონმა მონადირეების მაღაზია Mauritz Widforss შეიძინა და ასე გარდაიქმნა „ჰენესი“ Hennes & Mauritz-ად. თაროებზე ქალების სამოსს, მამაკაცებისა და ბავშვების სამოსიც მიემატა.
ერლინგ პერსონი -დამფუძნებელი
80-იანებში ერლინგი შვილმა სტეფანმა ჩაანაცვლა. ბრენდი სკანდინავიის საზღვრებს გასცდა და ბრიტანეთი, გერმანია და აღმოსავლეთ ევროპაც ნელ-ნელა დაიპყრო. 2000-იანების დასაწყისში, H&M აშშ-შიც შევიდა. მეხუთე ავენიუზე მის მეზობლად მდიდრული მაღაზიები მდებარეობდა.
სტეფან პერსონი
დღეს ისევ სტეფანია ბრენდის სათავეში. მისი ვაჟიშვილი კარლი კი პრეზიდენტია. ბრენდს უკვე სამ ათასზე მეტი მაღაზია აქვს და 160 ათას ადამიანს ასაქმებს. სტატისტიკით, დიდ ქალაქებში მცხოვრებ 20-დან 40 წლამდე ადამიანებს აუცილებლად აქვთ გარდერობში თუნდაც ერთი H&M-ის ნივთი.
კარლ პერსონი
ბრენდი საოცარი ორგანიზებულობით გამოირჩევა. ესკიზი კონვეინერამდე 3 კვირას გადის, ამიტომაც ახალი ტანისამოსი მაღაზიებში სეზონზე ერთხელ კიარა, კვირაში ერთხელ ჩნდება. აღსანიშნავია, რომ ბრენდს საკუთარი მაღაზიები არ აქვს, ისინი მათ ქირაობენ.
H&M-ს საკუთარი მაღალკვალიფიციური დიზაინერთა გუნდი ჰყავს, მათ სპეციალისტები ემატებიან, ვინც მომავალ ტრენდებს სწავლობს. ერთი სპეციალისტი შესაძლოა მხოლოდ ფერებს შეისწავლიდეს, რომლებიც მომავალ სეზონზე იქნება მოდაში. ერთ-ერთი კი ქსოვილების საერთაშორისო გამოფენებზე დადის, რომელიც მხოლოდ პროფესიონალური ინდუსტრიისთვის ეწყობა.
ერთმა კონსულტანტმა 25 წლის განმავლობაში H&M-ში კონსულტანტობიდან ექსპერტობამდე გაიარა გზა, ახლა კი ბრენდის მთავარი დიზაინერია.
„რას ველით ახალი თანამშრომლისგან? ნიჭს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ცოდნას.. მაგრამ მთავარია მოდური ნივთები ყველასთვის შექმნას. ჩვენი კლიენტები განსხვავებული ადამიანები არიან, ამიტომ უნივერსალურობა მნიშვნელოვანია.“
H&M პარიზის მოდის კვირეულებზე იღებს მონაწილეობას
არცერთი მასიური მოდის ბრენდი არ ქმნის საიმიჯო პროდუქტებს, ამაშიცაა H&M-ის წარმატების მთავარი ფორმულა. შვედური ბრენდის მიდგომა კოლაბორაციებიცაა, მაგალითად 2004 წელს კარლ ლაგერფილდთან.
შანელის მთავარ დირექტორს პროვოკაციული იდეა მოეწონა კიდეც: „ამბობთ, რომ ეს იაფფასიანი მიდგომაა? თუ თავად ხართ იაფფასიანი, მაშინ ვეღარაფერი გიშველით!“
ეს კოლექცია მსოფლიოს სულ 12 მაღაზიაში გამოიტანეს და რამდენიმე საათში გაიყიდა.
13 წლის განმავლობაში ბრენდთან ითანამშრომლეს: რობერტო კავალიმ, სტელა მაკარტნიმ, ვერსაჩემ, ლანვინმა, იზაბელ მარანტმა, კენზომ. მათ შორის მოდის ავანგარდისტებმაც Comme des Garcons-მა და Maison Martin Margiela-მ.
ყოველი ახალი კოლაბორაცია მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელზეც „ვოგის“ მეთაურობით ყველა გამოცემა წერს. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე ბრენდის იმიჯი მტკიცდება.
BALMAIN-თან
Sonia Rykiel-თან
Kenzo-თან
Roberto-Cavalli-თან
Met Gala-ს ღონისძიებაზე 7-მა სტუმარმა არჩია ძვირფას ბრენდებს H&M. მათ ვერც გაარჩვედით ლუქსი ბრენდებისგან. წითელ ხალიჩაზე მსგავსი ტრიუმფი პირველი არ ყოფილა, სხვადასხვა ღონისძიებებზე ბრენდის სამოსი უკვე ეცვათ პენელოპა კრუსს, მიშელ უილიამსს, ამანდა სეიფრიდს, ვანესა ჰაჯენსს, ჰელენ ჰანტს...
2011 წელს ბრენდმა ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან ახალი ხაზი Conscious Exclusive შექმნა. ბრენდი ამტკიცებს რომ ეკოლოგიურად გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი სამოსი ეფექტური და მოდური შეიძლება იყოს.
H&M-ში დარწმუნებულები არიან, რომ მოდა არამხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ სოციალურად საპასუხისმგებლო უნდა იყოს.
H&M Concious Exclusive-ის სახეები
H&M-ის მომხმარებლებს უხარიათ, რომ მოდურები და „კარგები“ ერთდროულად შეუძლიათ იყვნენ, და თან ზედმეტი თანხის დახარჯვის გარეშე.
რიანამ ბრენდს მაისურების დიზაინი „აჩუქა“ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, რომელიც შიდსის წინააღმდეგ ეწყობოდა.
"ფინანსური თამაშები არ მაინტერესებს, მე უბრალოდ შარვლებს ვყიდი"