ლუვრში გამართული ჩვენების შემდეგ, Louis Vuitton-ის კრეატიულმა დირექტორმა თავისი სტუმრები ამჯერად კიოტოში შეკრიბა.
სამუზეუმო კომპლექსი ტყიან მთებში, ტბასთან ახლოს მდებარეობს და ცნობილ გვირაბს მოიცავს. სწორედ ის გადაიქცა ცნობილი ბრენდის პოდიუმად.
შოუმ იაპონური ფესტივალების ტრადიციები შეითავსა. იაპონური კულტურა ახალ კოლექციაში პრინტების, პალიტრისა და მაკიაჟის სახით ვლინდება. აღსანიშნავია კიმონოს ფორმის ჟაკეტები და სამურაის კოსტიუმები.