2000-იანების დასაწყისში ეს ტრენდი ნამდვილად ბწყინავდა: ჰილარი დაფი მაქმანის კორსეტით გარბოდა, დიტა ფონ ტიზი კი მაქმანის კაბით შამპანიურს გემრიელად მიირთმევდა. მაქმანი მართლაც სექსუალური დეტალია, თუმცა შესაძლოა მასთან ერთად ვულგარულიც იყოს: ამგვარი გრეის კელის ამშვენებდა ფილმში Dial M for Murder. მთავარია, თავიდან ავიცილოთ შეცდომები და მაქმანს ამ ზაფხულზე მშვენივრად მოვიხდენთ.
ოსკარის დაჯილდოვების შემდეგ გამართულ წვეულებაზე ბევრმა ლამაზმანმა მოირგო მაქმანის კაბა. ზოგიერთი მათგანი ზედმეტად ღია გამოდგა. საუკეთესო ვარიანტი კი კაბები იყო, რომელიც ქალბატონებმა მაქმანის დეტალებით გააფორმეს. თუ მზად ხართ გარისკოთ, მაქმანით მორთული ზურგი, შლეიფი ან დეკოლტე არჩიეთ. ამით თამამი და იდუმალი ერთდროულად იქნებით.
ცალკე უნდა გამოვყოთ გამჭვირვალე მაქმანის კაბები, რომლებსაც ბოდეებთან ან ერთი ფერის თეთრეულთან ერთად იცვამენ. ასეთი იმიჯით ყურადღებას აუცილებლად მიიქცევთ.
მაქმანის ერთ-ერთი იდეალური გამოყენება უმკლავებო ან ბრეტელებით დამაგრებული ტოპებია. ის უხდება მაღალწელიან ჯინსებსა და ტანზე მომდგარ ქვედაბოლოებს. აჯობებს თუ მათ კლასიკურ კოსტუმებთან და პიჯაკებთან ჩაიცმევთ. გრძელმკლავებიანი მაქმანის ტოპები კი კაბის კომბინაციებს შეუხამეთ.
რაც შეეხება მაქმანის ქვედაბოლოებს, მათი მოხმარება ნამდვილად საფრთხილოა. ექსპერიმენტები ფერებით განახორციელეთ: მუქი ალუბლისფერი, შავი, მუქი ცისფერი. სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ყოველთვის ეცადეთ ისინი ზევით იმავე ფერის ელფერის ტანისამოსს და შესაფერის აქსესუარებს შეუხამოთ.