ზოდიაქოს ნიშნები ინდივიდუალური ხასიათითა და თვისებებით გამოირჩევიან. ენერგიული და იმპულსური ვერძიდან სენსიტიურ თევზებამდე თორმეტივე ნიშანს თავისი რეპუტაცია აქვს.
ყოველთვის საინტერესო არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ განასახიერებენ საკუთარ ზოდიაქოს. წარმოგიდგენთ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც საუკეთესოდ გვანან თავიანთ ჰოროსკოპის ნიშნებს.
ვერძი: მერაია ქარი
27 მარტი
ვერ აღწერ ვერძს მერაია ქერის ხსენების გარეშე. დამოუკიდებლები და გაბედულები ხშირად არიან ლიდერები. მერაია ქერის სულ ვარსკვლავური ტენდეციები აქვს. მის შემოქმედებაში ნარცისიზმიც ჩანს, განსაკუთრებით სიმღერაში "Why You So Obsessed With Me?/რატომ ხართ ჩემით შეპყრობილები?“
კურო: ჯიჯი ჰადიდი
23 აპრილი
ისინი სანდოები, ლოიალურები და პასუხისმგებლიანები არიან. ჯიჯი ერთ-ერთი გამორჩეულად შრომისმოყვარე მოდელია. ეს თვისებები სწორედ მის ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს.
ტყუპები: ანჯელინა ჯოლი
4 ივნისი
ორი პოლუსის მქონე ტყუპები ცნობილები არიან როგორც ეფექტური, კეთილი, ინტელიგენტი და ამოუცნობი ნიშნები. მათი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლია, რომელიც წლების მანძილზე გვაოცებს მრავალფეროვანი მოულოდნელი სიახლეებით.
კირჩხიბი: სელენა გომესი
22 ივლისი
კირჩხიბები ღრმად სენსიტიურები და ემოციურები არიან. სელენამ ღიად ისაუბრა თავის მენტალურ პრობლემებზე და არც სენტიმენტების გამომჟღავნების ეშინია გულშემატკივრებთან. ისინი ასევე მჭერმეტყველებით არიან ცნობილები და მომღერალიც ხშირად ამტკიცებს ორატორულ უნარებს სიტყვით გამოსვლისას.
ლომი: ჯენიფერ ლაურენსი
15 აგვისტო
მას იცნობენ როგორც ვნებიანსა და კარგი იუმორის მქონეს. ლომები „ცეცხლოვანი ცეცხლები“ არიან და ჯენიფერიც მათ დახასიათებას ირგებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ოსკარის მფლობელია, ის მაინც ყველასთვის მხიარულ გულწრფელ მეგობრად რჩება და არც ინტერვიუებზე ამბობს ოდესმე უარს.
ქალწული: ბლეიკ ლავლი
25 აგვისტო
ქალწულები პრაქტიკული, გრაციოზული და კეთილია. გარდა იმისა, რომ ყველასთვის შესაშური სასიყვარულო ურთიერთბა აქვს, კარიერაშიც წარმატებებს აღწევს, რაც ქალწულის შრომისმოყვარეობას უსვამს ხაზს. და რა თქმა უნდა მუდმივი კრიტიკა საკუთარი თავის მიმართ.
სასწორი: გვინეტ პელტროუ
27 სექტემბერი
თანამედროვე რენესანსის გოგონა ზედგამოჭრილი სასწორია. დიპლომატიური, თავაზიანი და სოციალური. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და სიახლეების შექმნა. თავისი თამამი რჩევებით, მუდამ მოწინავე პოზიციებზე ჩნდება სხვადასხვა მედიაში.
მორიელი: ეშლი გრეჰემი
30 ოქტომბერი
მორიელები საზრიანები და ჯიუტები არიან. გრეჰემი ცნობილია ბარიერების გადალახვით სამოდელო ინდუსტრიაში. ეს ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობითაც გამოირჩევა, რომლებსაც არ ადარდებთ რას ფიქრობენ სხვები.
მშვილდოსანი: კრისი ტაიგენი
30 ნოემბერი
მშვილდოსანი ბავშვები გონებამახვილები და სასაცილოები არიან. სწორე მშვილდოსნობა აღწერს ტაიგენს ყველაზე უკეთ. ის ცნობილია თავისი იუმორისტული ინტერვიუებითა და ტვიტერის სტატუსებით. ის ასევე, თავის სიმდიდრეს ხშირად იყენებს სხვების დასახმარებლად. ცოტა ხნის წინ, თავის ფან გოგონას სილამაზის სკოლაში სწავლა დაუფინანსა, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ ტვიტერით ცდილობდა ამ თანხის მოპოვებას. კრისი არაერთხელ აოცებს საჩუქრებით გულშემატკივარს.
თხის რქა: დაიანა ვონ ფურსტენბერგი
31 დეკემბერი
ლეგენდარულმა დიზაინერმა დიდ წარმატებას მიაღწია, ალბათ იმიტომ, რომ თხის რქა ზედმეტი დისციპლინით, ამბიციით, ინტელიგენტურობითა და ლიდერობით გამოირჩევა. არაა დამთხვევა, რომ ცნობილი თხის რქა გლობალურ მოდის სახლს მართავს.
მერწყული: ჯენიფერ ენისტონი
11 თებერვალი
პროგრესირებადი, ავთენტური და დამოუკიდებელი-მერწყული ბავშვები ზოდიაქოს ნიშნებში ორიგინალური ფიქრებით გამოირჩევიან. კარიერასა და პირად ცხოვრებაში ენისტონმა საკუთარი თავი შეინარჩუნა და მედიაში ქალებზე მოქცევასა და ოჯახის კონსტიტუციაზეც ისაუბრა. მერწყულები დახმარებითაც გამოირჩევიან, ენისტონიც გამოჩენილი ჰუმანიტარია.
თევზები: რიანა
20 თებერვალი
თევზები მართლაც შესანიშნავი არსებები არიან და რიანაც ამტკიცებს ამას. მათ ინტუიციის გრძნობა აქვთ განვითარებული და არტისტულები არიან. დიზაინერობა და მომღერლობა მათი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. რიანა თავის კარიერას რთული დაავადებების მქონე ბავშვების გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლას უძღვნის, რაც თევზების დიდსულოვნებასა და სენსიტიურობას უსვამს ხაზს.