ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ნაცნობია განცდა, როდესაც მოახლოებული ქორწილის სამზადისი დაწყებული არ არის, ხოლო დრო მიდის და დღე, რომელიც ცხოვრებაში საუკეთესო უნდა იყოს, ახლოვდება. და აქ იწყება პანიკა. სად, როდის, რისი შეძენა შეიძლება დაკარგული დროისა და გაფუჭებული განწყობის გარეშე? მოგვიწევს თუ არა ქალაქის ერთი ბოლოდან წარმოუდგენელი საცობების პირობებში, მეორე ბოლოში გასვლა, რათა ვიპოვოთ ზუსტად ის, რაც გვსურს? სად შეგვიძლია თმის ვარცხნილობაზე კონსულტაციის მიღება, სად გაგვიკეთებენ მაკიაჟს და ასე დაუსრულებლად.
როგორც ძალიან ცნობილი ფრთიანი ფრაზა გვეუბნება შეინარჩუნეთ სიმშვიდე და.. ეწვიეთ "თბილისი მოლს"! ეს ყველაფერი რადიო NRJ Georgia–დან შევიტყეთ, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა ახალი და კარგი ამბავი გვამცნეს.
დიახ, უკვე მეორე წელია, "თბილისი მოლი" საქორწილო ფესტივალს მართავს. ერთ ტერიტორიაზე და რაც მთავარია სახურავის ქვეშ, რაც წვიმიანი და გაჭირვეულებული მაისის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავმოყრილი იქნება ყველაფერი, რაც თქვენს ოცნებას, საქორწილო მზადება იყოს ისეთივე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი, როგორც თავად ქორწილი, რეალობად აქცევს.
თბილისი მოლში თქვენ აღმოაჩენთ ყველაფერს, რაც მოგიხსნით საზრუნავს საქორწილო დიზაინიდან დაწყებული, ულამაზესი ვარცხნილობით დასრულებული. ფლორისტები შეგირჩევენ სურნელოვან თაიგულებს, ვიზაჟისტები გაგაცნობენ საქორწილო მაკიაჟის ბოლო ტრენდებს, რესტორატორები გაგანდობენ საქორწილო სუფრის საიდუმლოებებს.
და არ დავივიწყოთ მამაკაცები. მათი შიში, რომ ის, ერთადერთი და განუმეორებელი უცებ გადაიფიქრებს, სავსებით რეალურია. და რომ არ გადაიფიქროს, საქორწილო სამზადისმა მისი ნერვული სისტემა უნდა დაზოგოს.
წყვილებო და გულშემატკივრებო, ვინც უკვე იცით ზუსტი თარიღი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ და გეგმავთ და უბრალოდ თქვენ, რომლებმაც ჯერ არ იცით, როდის გაიმართება ის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში, ეწვიეთ თბილისი მოლს 12-დან 14 მაისის ჩათვლით და დატკბით იმ სილამაზით, რომელიც თქვენს თვალწინ გადაიშლება!