ეს ცნობილი ქალბატონები ყველას მიერ აღიარებული ეტალონები არიან, თუმცა ყოველდღიურ სტილში სექსუალობას ძირითადად არ ანიჭებენ ყურადღებას.
მეგან ფოქსი
„მამაკაცების ოცნება“ და „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავი, 30 წლის მეგანი წითელ ხალიჩაზე ყოველთვის ნამდვილ ფურორს აწყობს. ლამაზმანი ყოველთვის ცდილობს მიმზიდველი ფიგურის გამოკვეთას, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ძნელად თუ იცნობთ-დიდი ზომის სპორტულ ტანისამოსსა და დაბალძირიან ფეხსაცმელებში.
ირინა შეიკი
ირინა არაერთხელ მოხვდა ყველაზე სექსუალური ქალების სიაში. ამას წითელ ხალიჩაზე გამოჩენებითაც ამტკიცებს. პაპარაცები კი კომფორტულ სამოსში, უბრალო მაისურსა და შარვალში აფიქსირებენ.
შერონ სტოუნი
ვარსკვლავი ყოველთვის იქცევს ყურადღებას ღონისძიებებსა და პრემიერებზე. თუმცა შერონი ცხოვრებასა და წითელ ხალიჩაზე აბსოლიტურად განსხვავდება: არანაირი დეკოლტე ან ეფექტური მაკიაჟი, მხოლოდ ბუნებრიობა.
ბრიტნი სპირსი
ისე მაინც არავის შეუძლია გარდასახვა, როგორც ბრიტნის. პოპ-მომღერალს ქუჩაში მართლაც ვერ იცნობთ. თუ სხვები უბრალოდ კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას, ბრიტნის უწესრიგობაც ახასიათებს.
მადონა
თუ ფოტოგრაფების წინ ზედმეტად თამამი კაბებით პოზირებს, ცხოვრებაში მამაკაცის ტანისამოსითაც ხშირად ამჩნევენ.
კრისტენ სტიუარტი
კრისტენს შესანიშნავი ფეხები და ახალგაზრდებისთვის საყვარელი სხეული აქვს, თუმცა ამ ყველაფერის ჩვენებას მხოლოდ კინოპრემიერებზე ახერხებს. მას ჯინსების, კედებისა და მაისურების გარდა ვერაფრით შენიშნავთ.
ჯენიფერ გარნერი
ეს სექსუალური ლამაზმანიც მხოლოდ წითელ ხალიჩაზე „დარჩა“. ყოველდღიურ ცხოვრებაში ის რიგითი დიასახლისია. თუმცა, ბენ აფლეკთან დაშორების შემდეგ, უკვე ოდნავ შეიმჩნევა მისი სტილის გამოსწორება.