ამერიკული Vogue წერს, რომ ბოლო დროს, საქართველო მოდის ინდუსტრიის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. სტატიაში იმასაც კი აკონკრეტებენ, რომ არა შტატს, არამედ კავკასიის რეგიონის ქვეყანას გულისხმობენ, რომელიც რუსეთსა და თურქეთს ესაზღვრება.
პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკამ მსოფლიო მოდის სცენაზე უამრავი ნიჭიერი ადამიანი გამოიყვანა, რომლებშიც დემნა გვასალია ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს. ლოკალური ბრენდები კი საერთაშორისო ყურადღებას საკმაოდ სწრაფად იწვევენ, მათ შორის კი რია ქებურიასა და ატელიე კიკალას ასახელებენ.
2017 წლის თბილისის Mercedes-Benz Fashion Week ბევრი მოდის გამოცემა აალაპარაკა. მათ შორის, ისინი ქართველთა ქუჩის სტილით იხიბლებიან. ქართველ ქალებს ინდივიდუალური სტილი მათი მშობლიური დიზაინერების მსგავსად თითქოს გენში აქვთ.
წარმოგიდგენთ Vogues-ს 11 რჩეულ მოდურ გოგონას.
ანუკი არეშიძე, დიზაინერი
@anoukigold
Anna Maria, მოდელი
@annamariafoxy
ქეთევან გვარამაძე
@ketevan1
ნინო ელიავა
@ninoeliava
მარიამ სიჭინავა
@mariamsitchinava
მარიამ კობერიძე
@mari8ko
თაკო ნაცვლიშვილი, მოდელი
@takonats
ელენე მეტრეველი
@elobelo
თამუნა წიკლაური
@tamunatsiklauri
ანკა ციციშვილი
@ankatsitsishvili