ტერმინი it-bag მოდის სამყაროში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. დემნა გვასალიასა და „იკეას“ ჩანთის მაგალითიც კი ამტკიცებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს საყვარელი დიზაინერის მიერ შერჩეულ ტრენდულ ჩანთას. ამ სეზონზე, 8 უდიდესმა ბრენდმა შემოგვთავაზა ჩანთის განსაკუთრებული დიზაინი და ორიგინალური სახე.
Chanel’s Gabrielle
სეზონის ჰიტი შანელის ახალი ჩანთების სარეკლამო კამპანიაა. ჩანთის 4 სხვადასხვა მოდელს კრისტენ სტიუარტი, კარა დელევინი და ფარელ უილიამსი არეკლამებენ. კარლ ლაგერფელდმა ახალი ჩანთები გაბრიელ (კოკო) შანელს მიუძღვნა და პირველად ისტორიაში ქალის ჩანთის გასარეკლამებლად მამაკაცი მოიხმო.
Christian Dior Jardin Japonais
მარია გრაცია კიურის სადებიუტო კოლექცია ისტორიაში დევიზებით შევა: We all should be feminists და J’Adior. იაპონურ კოლექციაში კი დიზაინერმა აზიური სტილის დეკორაციები დაამატა და მცირე ზომის ჩანთები საკურას ყვავილებით მორთო.
Louis Vuitton x Supreme
ორი საკულტო ბრენდის საერთო შემოქმედება წლის მთავარი კოლაბორაცია გახდა. უკვე მთელი მსოფლიოს მოდის მოყვარულები ცდილობენ მათი ჩანთებისა და მაისურების მოპოვებას.
Louis Vuitton х Jeff Koons
აპრილში Louis Vuitton-მა ლუვრში თავისი „გასაიდუმლოებული“ კოლაბორაცია წარადგინა. ამერიკელმა მხატვარმა ჯეფ კუნსმა ბრენდისთვის კლასიკური ჩანთები შექმნა, რომლებზე პრინტით ცნობილი ფერწერული შედევრების რეპროდუქციებია დატანილი. არჩევანი თქვენზეა: და ვინჩი, ტიციანი, რუბენსი თუ ვან გოგი.
Burberry DK88
კრისტოფერ ბეილიმ გულშემატკივრები ახალი ტყავის ფერადი ჩანთებით გააოცა. კლასიკური დიზაინი დიდი ჩამკეტით-ბრიტანულ სტილს უსვამს ხაზს.
Alexander McQueen The Box
მაქქუინისა და The Box ახალი კოლექცია კი ძველი ზარდახშების მინიატურულ ვერსიას გვახსენებს. ტყავის ჩანთები მეტალის გაფორმებით ნამდვილად სასურველი ვარიანტია.
Coach х Rodarte
ჩანთებს Coach-გან ნატურალური ტყავი, Rodarte-გან კი ფერადი ფაქტურები ერგო. ყველა მათგანს იდენტური ადვილად საცნობი დეკორი აქვს.
Saint Laurent Love Box
გულის ფორმის ახალ აქსესუარებს დიდი ისტორია აქვს და ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორის დანიშვნას უკავშირდება.