მანოლო ბლანიკის ლონდონის ბინაში ატმოსფერო ისეთია, როგორც ბუკინგემის სასახლეში. 6 ასისტენტი სამეფო მოსამსახურეებს ჰგვანან და დიდ ხის მაგიდას სადილისთვის ამზადებენ. უბრალოდ, აქ ჭურჭლის მაგივრად ფერადი ფეხსაცმელებია.
ბრიტანული იმპერიის ოსტატი-ეს წოდება მას ელიზაბეტ მეორემ არგუნა. დიზაინერის გამოფენამ პრაღა და მადრიდი უკვე მოიარა, ახლა კი ერმიტაჟში იხსნება.
„მანოლოს მთავარი მიღწევა ისაა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ქალურობა და ელეგანტურობა დაგვიბრუნა და ის უფრო დახვეწილი გახადა. როცა მან მოღვაწეობა დაიწყო, 1970 წელს, ყველაზე პოპულარული ფეხსაცმელი პლატფორმული იყო. მანოლოს კი დღემდე არ უყვარს პლატფორმები. ის ფიქრობს რომ პლატფორმა არ ალამაზებს ქალის ფეხს და არ ეხამება სხეულის პროპორციებს. თავის ფეხსაცმელებს კი ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევს: მარტივსა და გემოვნებიანად აწყობილს. არაა გასაკვირი, რომ მათი მეშვეობით მსოფლიო დაიპყრო“.
ცნობილი ფეხსაცმელი sex and the city-დან
ფეხსაცმლის გაკეთება მას Vogue-ს ლეგენდარულმა რედაქტორმა დიანა ვრილანდმა შთააგონა: „მახსოვს, ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი ნიუ-იორკში გადაღებებზე მიფრინავდა და მე მას ასისტენტად გავყევი. ღამე ენდი უორჰოლის სტუდიაში გავათენეთ და ვიღაცამ მითხრა, რომ დიანას გამაცნობდა. სასწრაფოდ მოვიმარჯვე ჩემი ესკიზები და თეატრალური კოსტიუმების პორტფოლიო. თეატრზე ვოცნებობდი, მაგრამ საბოლოოდ Vogue-ში ამოვყავი თავი. დიანამ მითხრა: „ახალგაზრდავ, თქვენი ძალაუფლება ექსტრავაგანტურობაშია, დაკავდით აქსეუარებით, მხოლოდ აქსესუარებით!“
ერთ-ერთი მისი ფავორიტი ალუმინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია: „პირველად ისინი ნაომიმ ჯონ გალიანოს ჩვენებაზე ჩაიცვა. ეს ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა.
ფეხსაცმლის შექმნისას ესპანეთი, იტალია, რუსეთი, ინგლისი და იაპონია შთააგონებს. ადამიანებიდან კი ანნა პიაჯი, ბრიჯიტ ბარდო და ალექსანდრე მაკედონელი.
იტალიის შთაგონება
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ქალების ლეგენდარული ფეხსაცმლის შემქმნელმა ქართველ დიზაინერთან ერთად მოახდინა კოლაპორაცია. Vetements-ისა და მანოლო ბლანიკის შედევრულმა ფეხსაცმელმა მთელი მსოფლიო დაიპყრო.