ქალური, თუმცა ამავე დროს მკაცრი პერანგის ფორმის კაბები იდეალურია, თუ სამსახურის შემდეგ რომანტიკული შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი. და არამარტო.
არც ისე ბევრი ნივთია, რომელიც ოფისის დრეს-კოდში იწერება და საღამოსაც გამოდგება. შესაძლებლობა დაბრუნდე სახლში და მკაცრი კოსტიუმი ელეგანტური კაბით შეანაცვლო, ყოველთვის ვერ ხერხდება, ასე, რომ კაბა-პერანგი ასეთი შემთხვევებისთვის იდეალური ვარიანტია.
მზიან დღეებში მათ თავისუფლად ვატარებთ, ცივ საღამოებში კი ჯინსებზე ან ტყავის ქურთუკზე უნდა ჩაიცვათ.
ამ ტანისამოსში ყველაზე მნიშვნელოვანი-მისი მრავალმხრივი ფუნქციონირებაა. არ გსურთ კაბა? გამოიყენეთ როგორც პერანგი. მისი შეხამება კაროლინ მეგრესგან ისწავლეთ, რომელიც ამ ტრენდს ტოპებს, ჯინსებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს უხამებს. მათი მორგება წვრილ შარვლებზე და კედებზეც შეიძლება.
თუ ზღვის სანაპიროზე მიემგზავრებით, არ დაგავიწყდეთ კაბა-პერანგი. ამაზე პრაქტიკული ნივთი დასასვენებელ ადგილას არ არსებობს. მას ბიკინიზე მოირგებთ, ან სასეირნოდ გასვლისას ჩაიცმევთ.