ლამაზმანები, რომლებიც ახლა პოდიუმებს იპყრობენ და მსოფლიო პოპულარობას აღწევენ, ერთ დროს ამაზე ვერც კი იოცნებებდნენ. მსოფლიოს ბევრი გავლენიანი სააგენტო მთელი ძალისხმევით ეძებს ახალ ვარსკვლავებს. მივყვეთ მათი წარმატების პირველ ნაბიჯებს.
მირანდა ქერი
გოგონამ თავის თავს ყურადღება 13 წლის ასაკში მიაქცია, როცა ავსტრალიური ჟურნალის Dolly-ის სამოდელო კონკურსში გაიმარჯვა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბრენდ Billabong-თან დაიწყო თანამშრომლობა.
კარა დელევინი
ბრიტანელი მოდელი არასოდეს ფიქრობდა სამოდელო კარიერაზე: „5 წლიდან ჟენევიევ გარნერთან ვმეგობრობ, სარა დუკასის შვილთან, რომელიც სამოდელო სააგენტოს Storm Management-ის გენერალური დირექტორია. სარამ ყურადღება მომაქცია მაშინ, როცა შვილი სკოლიდან გამოჰყავდა. ყველაფერი თავისით მოხდა.“
კარლი კლოსი
კლოსის კარიერა საქველმოქმედო ჩვენებაზე დაიწყო სენტ-ლუისში. 15 წლის ასაკში პირველი მოწვევა მიიღო მოდის კვირეულზე Calvin Klein-სგან: „სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა სავაჭრო ცენტრში შემნიშნა, როცა 13 წლის ვიყავი. მაშინ არც ერთხელ არ ვმჯდარვარ თვითმფრინავში. სასაცილოა ამის გახსენება, იმიტომ რომ ახლა პრაქტიკულად ცასა და მიწას შორის ვცხოვრობ.“
დოუთსენ კრუზი
18 წლის კრუზმა თავისი ფოტოები სამოდელო სააგენტოს გაუგზავნა, რათა ჯიბის ფული გამოემუშავებინა. პასუხად სამსახურის კონტრაქტი მოუვიდა. მისი კარიერის ბრწყინვალება სტივენ მეიზელის ფოტოსესიით დაიწყო: „ჩემ თავს საკუთარ თავში დაურწმუნებელ პატარა გოგონად ვთვლიდი, როცა პირველად ნიუ-იორკში მოვხვდი. ეს ნამდვილი თავგადასავალი იყო.“
ქენდის სვეინპული
ქენდისი „ვიქტორია სეკრეტის“ პირველი მოდელია აფრიკიდან. ის ბაზარში შეამჩნიეს, როცა 15 წლის იყო და 2 წლის შემდეგ ნიუ-იორკში წაიყვანეს სამუშაოდ.
შანელ იმანი
შანელი ბავშვობიდან ოცნებობდა მოდელობაზე და 13 წლის ასაკში დეიდის თანხლებით ლოს-ანჯელესის ყველა სააგენტო მოიარა. რამდენიმე კვირის შემდეგ კომპანია Ford Models-ის კონტრაქტზე მიიღო შეთავაზება.
კოკო როშა
კოკო როშამ თავიდან წარმატებას ვერ დაიჯერა: „სააგენტოს სკაუტი ირლანდიური ცეკვების კონკურსზე შემხვდა. მეგობრებთან ერთად მაგიდასთან ვიჯექი, როცა მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა მსურდა თუ არა მოდელობა. თავიდან ვიფიქრე, რომ დაცვა იყო, რომელიც ფეხების ჩამოლაგებას მთხოვდა მაგიდიდან, ან ადამიანი, რომელსაც სათვალეების გაკეთება დაავიწყდა.“
ალესანდრა ამბროსიო
ბრაზილიელმა მოდელმა პოდიუმზე სიარული 12 წლის ასაკში ისწავლა, 14 წლისამ კი Elite Model Look-ის ნაციონალურ კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, მისი პირველი დიდი პროექტი ბრაზილიური Elle-ის გადაღება გახდა.
ბეჰატი პრინსლო
„ზაფხულის არდადეგებს კეიპტაუნში ბებიასთან და ბაბუასთან ვატარებდი. მაღაზიაში უცნობი ბიჭი მომიახლოვდა და მკითხა მოდელი ვიყავი თუ არა. ამასთან თავისი ტელეფონის ნომერი მომაწოდა. ეს მე საეჭვოდ მეჩვენა. თუმცა, მალე Storm Management-ის აგენტმა მთხოვა სააგენტოში შემეარა. ხელი მოვაწერე კონტრაქტს და სამუშაოდ ლონდონში გავემგზავრე“-იხსენებს მოდელი.
ჟიზელ ბიუნდჰენი
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი Forbes-ის მიხედვით, ასევე, შოპინგის დროს შეამჩნიეს სან-პაულოში. ჟიზელის იდეალური ფიგურის შემხედვარე, რთულია დავიჯეროთ, რომ იმ დროს ჰამბურგერის ჭამით იყო დაკავებული.
ნაომი ქემპბელი
„შავი პანტერა“ კი 15 წლის ასაკში იპოვნეს. Pennington Models-ის აღმოჩენამ ძალიან სწრაფი სვლით დაიწყო კარიერის განვითარება. უამრავი შემოთავაზებული გადაღებებიდან ერთ-ერთი მთავარი ბრიტანული Elle-გან იყო.
ლილი ოლდრიჯი
ლილის კი მოდელობა 16 წლის ასაკში სკოლის კარნავალზე განუსაზღვრეს. მისი პირველი სამუშაო Abercrombie &Fitch-ის სარეკლამო კამპანია იყო.
ლინდა ევანჯელისტა
„სკოლაში მოდელობით ვიყავი დაკავებული, კანადაში. 16 წლის ასაკში იაპონიაში მუშაობა შემომთავაზეს. მშობლებმა გამიშვეს, თუმცა სამსახური კატასტროფად შემომიტრიალდა: შემოთავაზებაზე, რომ შიშველი გადამეღო, დავპანიკდი და ორ დღეში სახლში დავბრუნდი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ საქმეს არასდროს დავუბრუნდებოდი. თუმცა, „მის ნიაგარას“ კონკურსში გამარჯვების შემდეგ Elite-ს ნიუ-იორკში მუშაობაზე დავთანხმდი.“-ჰყვება 90-იანელების სუპერმოდელი.
ქეით მოსი
Storm Models-ის დირექტორმა სარა დუკასმა აღმოაჩინა 14 წლის ქეით მოსიც, რომელიც ნიუ-იორკის აეროპორტში მამასთან ერთად იმყოფებოდა. 2 წლის შემდეგ კი ქეითი ბრიტანული Face-ის გარეკანზე გამოჩნდა.
როზი ჰანტიგტონ-უაიტლი
„ყოველთვის ვოცნებობდი დიზაინერობაზე, მაგრამ დასაწყისისთვის სამოდელო ბიზნესში ვცადე ბედი“-წარმატებული კარიერის შემდეგ როზიმ მართლაც შექმნა თავისი თეთრეულისა და ტანისამოსის ხაზი ბრენდებთან Autograph და Marks & Spencer.