ამ სეზონზე მოდაში ისევ მეტალია. პოდიუმზე ამ ტრენდის მიმართ ჩარჩოებს არ გვიწესებენ და გვთავაზობენ ვატაროთ ვერცხლისფერი კაბები ამ ფერის სპორტულ ფეხსაცმელებთან ერთად. მოდაში Star Wars-ის შთაგონება იწყებს ასახვას.
რა თქმა უნდა, ნივთები მეტალის დეტალებით არაა აუცილებელი ვერცხლისფერი იყოს: მაგალითად ამ წლის ოსკარის წითელ ხალიჩაზე ბევრი ჰოლივუდელი ლამაზმანი გამოჩნდა ოქროსფერ ფერში, ცნობილი დაჯილდოვების ქანდაკების მსგავსად.
მეტალის კაბები და ქურთუკები, როგორც წესი შავ ფეხსაცმელსა და აქსესუარებს უხდება. თუმცა არ ღირს მხოლოდ ამ გამის გამოყენება: მიუხედავად მეტალის ძალაუფლებისა, მასთან ერთად სხვა ფერების თამაშიც შეიძლება ექსტრავაგანტურ ფეხსაცმელებთან ერთადაც.
სტილში მეტალის აქცენტები შეგვიძლია გავაკეთოთ ხელჩანთით, საფულით ან მომცრო ზურგჩანთით. ვერცხლისფერი კედები, რომლებიც ამ სეზონზე პრაქტიკულად ყველა ბრენდს ჰქონდა-ყოველთვის მომგებიანი ვარიანტია.
სტილისტები ასევე „მიდი“ ქვედაბოლოებს გვთავაზობენ, რომლებსაც ბათინკებს ან ბოტასებს უხამებენ.
ქურთუკები ან პალტოები ამ სეზონზე ყველა გარდერობში უნდა იყოს. ასეთი ნივთები ყოველდღიურ სტილს განსაკუთრებულს ხდის: არ აქვს მნიშვნელობა კონცერტზე მიდიხართ თუ დაბადების დღეზე. მათი დატვირთვა კი სხვა მეტალის დეტალებით აღარ ღირს-მაკიაჟის გარდა.