წინ საფესტივალო სეზონია, რაც ნიშნავს, რომ საზაფხულო კაბებისა და დენიმის დროა. ამ სეზონზე ჯინსებმა დამატებითი აქცენტი გაითავისა-ნათელი ნაქარგი. შეიძლება ითქვას, რომ ეს მორთულობა მეორეჯერ იბადება: ის პალტოებზე, ჯემპრებზე, კედებსა და ჩანთებზე გავრცელდა და დენიმმაც მოირგო დეტალი თავის თავზე.
Alexander McQueen, Dolce & Gabbana, Peter Pilotto
ტენდეცია თავის ტრიუმფს აღწევს. წინა წელს, H&M-მმა ქოაჩელასთვის სპეციალური კოლექცია გამოუშვა, რომელმაც პირველად წარმოადგინა ქალის ჯინსები ნაქარგებით, რომლის შემდეგაც მსგავსი სტილი Gucci-ის კოლექციაში შეგვხვდა. 2017 წლის გაზაფხულზე კი ნაქარგიანი ჯინსები ბევრი დიზაინერის კოლექციაში აისახა. რამაც მას ოფიციალური ტრენდის სახელი მიანიჭა.
ბევრს აინტერესებს, თუ რა შეუხამოს ამგვარ ჯინსებს. ვარიანტები ბევრია-შეზღუდვა ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომაც ამ ტრენდს თამამად შეგვიძლია ყველაზე ფუნქციური ვუწოდოთ. მისი ტარება შესაძლებელია ისევ ჯინსის ჟეკეტებთან, ქურთუკებთან და ტოპებთან ერთად. კარგი არჩევანია ღია ფერების შეხამებაც და კონსერვატიული look-ის შექმნით ოფისშიც შეგვიძლია მისი ტარება.
Ashish, Topshop, Gucci, Zara, H&M
ყველაზე პოპულარული ილუსტრაცია გაზაფხულის ყვავილებია. ვარდები, გვირილები და ზარები ჯინსებს 70-იანების სტილის ელფერს აძლევს.
Michael Kors Studio, Roberto Cavalli, Stella McCartney, House of Holland, Philip Plein, H&M
ჯინსზე ნაქარგი შესაძლოა აპლიკაციის ფორმით იყოს. პოპულარობით მეორე ადგილზე სწორედ აპლიკაციებია უჯრედებისა და ყვავილების პრინტებით. ბისერები ასევე, ეფექტურად ჩანს რეტრო ჯინსებზე.
ამ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტრენდის ჰიპსტერული ვარიანტები: ირონიული სმაილების ფორმის, ემოჯისა და ლოზუნგების ნაქარგები.