მიუხედავად იმისა, რომ ამსეზონის ჰიტი ვარდისფერია, თეთრი ფერი ზაფხულის ფავორიტად რჩება. ის განწყობაზე განსაკუთრებულ გავლენას ხშირად ახდენს. თეთრის ჩაცმით თითქოს გარშემო ყველაფერი უფრო ნათელი ხდება. ცნობილმა ფეშენისტამ, რიტა ორამ თბილი ამინდებისთვის თეთრს ისევ თეთრი შეუხამა- H&M-ის თეთრი კაბა და იმავე ტონის ქაშმირის პალტო ჩაიცვა. სტილს დამატებით შთამბეჭდაობას მზის სათვალეები აძლევს.
გთავაზობთ მის მსგავს ჩაცმულობას, კოლგოტების გარეშე. ფეხსაცმელიც შესაძლოა უფრო მარტივი ვამჯობინოთ.
პალტო The Row სათვალე Balenciaga, კაბა Stella McCartney,
მოდის მოყვარულთა მეორე მუზა ოლივია პალერმოა. რიტა ორასგან განსხვავებით, თეთრი კომპლექტი არა შავით, არამედ ვარდისფრით გააფორმა. მარწყვისფერმა ჩანთამ მის სამოსს მეტად კომფორტული იერი შესძინა.
ქვედაბოლო Chelsea პალტო Max & Co. ჩანთა Elena Ghisellini
ან მკაცრი კონტრასტი, ან მიზანმიმართული სინაზე-ესაა ამ ტრენდის მიმართ მოდური მიდგომა. კომპლექტი გრძელ სეირნობებსაც უხდება და არც კოსტიუმი იქნება ზედმეტი, გაზაფხულის ამინდი მაინც მატყუარაა.
კრისტიან დიორი გაზაფხული-ზაფხული 2017