ბრიტანული ვოგის მთავარ რედაქტორად ედვარდ ენინფული დაინიშნა, რომელმაც ალექსანდრა შულმანი შეცვალა. ედვარდს აქამდე 6 წლის განმავლობაში W Magazine-ის მოდისა და სტილის დირექტორის პოსტი ეკავა.
ალექსანდრა შულმანი ბრიტანულ ვოგს უკვე 25 წელია განაგებს. 2005 წელს ის ინდუსტრიის განვითარებისთვის ბრიტანული იმპერიის ოდენითაც დაჯილდოვეს.
ენინფული თავის ახალ პოზიციას სათავეში პირველი აგვისტოდან ჩაუდგება. მისი მეთაურობით პირველი ჟურნალი კი ნოემბერში გამოვა. მან ამერიკულ და იტალიურ ვოგშიც მოასწრო მუშაობა.
ზოგადად ვოგის ისტორიაში მამაკაცის დანიშვნა მთავარ რედაქტორად პირველად არ ხდება. ამ წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ იტალიურ ვოგს ემანუელ ფარნეტი გაუძღვებოდა. მან ამ პოსტზე ფრანკა სოცანი ჩაანაცვლა, რომელიც წინა წლის დეკემბერში გარდაიცვალა. სოცანი იტალიურ ვოგს 28 წელი მართავდა.