რაც უფრო ნაკლები დრო რჩება სანაპიროს სეზონისთვის, მით უფრო აუცილებელი ხდება საცურაო კოსტიუმის შერჩევა. მოდის სამყარომ უკვე შემოგვთავაზა ამ წლის მოდური ვარიანტები. ისინი მრავალფეროვანია და განსხვავებულ გემოვნებას ერგება.
რუშები
Adriane Degreas, Marysia, Tory Burch, Fendi
გაზაფხულის ტოპ ბრენდით გაფორმებულია კაბებიც, სპორტული ტანისამოსიცა და კონსერვატიული ოფისის სტილიც. რუშები საცურაო კოსტიუმებზე ეფექტურად გამოიყურება.
Halter Top-კისერთან შეკრული ტოპები
Flagpole Swim, Jonathan Simkhai, Norma Kamali, Karla Colletto
წინა წლიდან პოპულარული ასიმეტრიული ფორმები არც წელს კარგავს აქტუალობას. კისერთან სამკუთხედი ფორმით შეკრული საცურაო კოსტიუმი სხვადასხვა სახის პრინტებითა და დიზაინით ფორმდება.
ტროპიკული პრინტი
Emilio Pucci, Zara, Fleur du Mal, H&M
მოდური საცურაო კოსტიუმები ტროპიკული გამოსახულებებით: პალმებით, ანანასებით, ორქიდეებითა და პეპლებით, სეზონის ჰიტია. ეგზოტიკური პრინტები ყველანაირ ბიკინის უხდება.
ტალღისებრი
Duskii, Stella McCartney, H&M, Lisa Marie Fernandez
ეს ტენდეცია უფრო და უფრო მეტ მიმდევარს აგროვებს. ის პოპულარულია სპორტულ მოცურავეებს შორისაც. ტალღისებრი ეფექტი წელს სპორტულ საცურაო კოსტიუმებზე და მინიმალისტურ ბიკინებზე ვრცელდება, რითიც მათ განსაკუთრებულ ელფერს მატებს.
თასმები
Karla Colletto, Missoni, Vince Camuto, Nanette Lepore
კიდევ ერთი ფავორიტი თსმებით დეკორირებული საცურაო კოსტიუმებია. სილუეტი ეფექტურად წარმოაჩენს გარუჯულ სხეულს. ისინი შეიძლება იყოს ვიწრო და ფართო, ერთი ან რამდენიმე და ასევე შეუძლია განსაკუთრებული აქცენტი შესძინოს ერთი ფერის საცურაო კოსტიუმს.