29 წლის მომღერალმა ინსტაგრამ გვერდზე რამდენიმე ფოტო ატვირთა სარეკლამო კამპანიიდან. თავად ბრენდმა კი მოკლე ვიდეო-ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ფოტოებზე გაგა შავ-თეთრი გამის მკაცრ, ლაკონურ იმიჯს ირგებს, გადაწეული თმითა და მინიმალისტური მაკიაჟით, რათა მაყურებელმა აქსესუარებისგან ყურადღება ზედმეტად არაფერზე გადაიტანოს.
ლედი გაგას აქსესუარების ტარება უყვარს: „სტერეოტიპი, რომ ქალს აქსესუარი მაინცდამაინც ქმარმა ან საყვარელმა უნდა უყიდოს, არასწორია. ვფიქრობ, ქალს ეს თავად შეუძლია ღირსეულად.“-ამბობს ის.