ცოტა ხნის წინ მსახიობი ახალ ფილმში Personal Shopper-ში მოგვევლინა. ახლა კი შანელის მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა, რომლის მთავარი გმირი კრისტენია. ჩანთების კამპანია გაბრიელა შანელის ხსოვნას ეძღვნება და მასში კარა დელევინი და ფარელ უილიამსიც მონაწილეობენ, რომელთა ინდივიდუალური რგოლებიც მალე გამოვა.
კრისტენი მოკლემეტრაჟიან ფილმში "კედლების დანგრევას" ცდილობს: "ეს ცხოვრებისეული ემოციების რგოლია. ფანჯარაზე სახელ "გაბრიელს" ვპოულობ და ვხვდები, რომ რჩეული ვარ. გაბრიელა ბედნიერს მხდის, რადგანაც ჩემთვის ხელმისაწვდომია."-ასე ხსნის მსახიობი რეჟისორის გადაწყვეტილებას.
კარლ ლაგერფელდის გათვლით, ამ სარეკლამო კამპანიებმა ყველა უნდა დაარწმუნოს, რომ "შანელის" ჩანთები ყველას უხდება. მათ შორის მამაკაცებსაც.