დღეს, მაისურზე წარწერები პოლიტიკურ, ეთიკურ თუ სხვადასხვა სტერეოტიპულ შეხედულებებს ეხმიანება. ტანისამოსით სლოგანის გაჟღერება საკუთარი პოზიციის წარმოჩენას ახდენს.
ფემინიზმი
მას შემდეგ, რაც დიორის კრეატიულმა დირექტორმა მარია გრაცია კიურიმ თავის სადებიუტო კოლექციაში მოდელს მაისური ჩააცვა წარწერით: „ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ“, ამგვარმა სლოგანებმა დიდი გამოხმაურება და პოპულარობა მოიპოვა ცნობილ ადამიანთა გარდერობშიც.
ახალი საკულტო ნივთით რიანამ და ნატალი პორტმანმა მოიწონეს თავი. ჯენიფერ ლაურენსი კი Harper's Bazaar-ის ყდაზეც კი გამოჩნდა მსგავსი ტექსტით.
წარწერას Future is female დიდი ისტორია აქვს: პირველად მაისურები ნიუ-იორკში 1972 წელს გავრცელდა, როცა პირველი ქალთა წიგნის მაღაზია გაიხსნა.
Staff
Vetements-მა მაისურები გამოუშვა წარწერით „მომსახურე პერსონალი“ ამით კი ადამიანებს მათთან გაერთიანებისკენ მოუწოდა.
პოლიტიკური განცხადება
კიდევ ერთი აქტუალური წარწერაა „მე იმიგრანტი ვარ“, რომელიც ტრამპის ქმედებებს უპირისპირდება. ამასთან, გავრცელდა ისეთი ფრაზებიც, რაც ამ თემასთან დაკავშირებულ უსამართლობას უსვამს ხაზს.
საკმარისია!
თუ მუდამ ადევნებ თვალყურს მოდას და დაუსრულებელი ტრენდების ცვლით დაიღალე, უკრაინული ბრენდის ეს შემოთავაზება ნამდვილად გაგიტაცებს. „არანაირი ახალი სეზონი, აღანაირი სილამაზე...“-უპირობო ტრენდი გახდა.
ვინ არის აქ მთავარი?
„დიზაინერებმა ჯერ კიდევ არაფერი იციან.“-გვეუბნება ქუჩის აქტუალური ჩაცმულობა. მაისურის მფლობელები ამით მიგვანიშნებენ, რომ თავად ქმნიან მოდის ახალ ტენდეციებს, დიზაინერები კი მათზე დაკვირვებით იღებენ შთაგონებას.
ზოგი დიზაინერი კი ერთმანეთს მიმართავს. მაგალითად ერთ-ერთი რუსი დიზაინერის მაისური გვეუბნება: Sorry, I’m not-და ბოდიშის იხდის, რომ არ არის Margiela.
გრძნობები
„სიყვარული ეს წინააღმდეგობაა“; „სიყვარული სიყვარულია“-სხვადასხვა ვარიაციები აქტიურად ცვლიან ერთმანეთს. პოლიტიკურ-ეთიკური კონტექსტი აქაც ნათელია.
თუ არ გსურს პოლიტიკური გამოჩნდე, და უბრალოდ გრძნობებზე საუბარი გსურს, „გუჩის“ მაისურები აირჩიე: ის ამბობს, რომ უბრალოდ სიყვარულის მონა ან გრძნობებით დაბრმავებული ხარ. თუ რა თქმა უნდა, გსურს ყველას გამოუტყდე.
სოციოპათი
ნაკლებად კომუნიკაბელურს მოუხდება მაისური წარწერით: Not a People Person.
და ბოლოს, მინიმალიზმი