„ოსკარის“ ანალოგი მოდის სამყაროში CFDA Fashion Awards-ია. დიანა ფონ ფიურსტენბერგმა ღირსეული ნომინანტები და საპატიო გამარჯვებულები გამოავლინა. ცერემონიალი და დაჯილდოვება 5 ივნისს ნიუ-იორკში გაიმართება. წინა წლის ტრიუმფატორები მარკ ჯეიკობსი(საუკეთესო ქალის სამოსი), ტომ ბრაუნი(საუკეთესო მამაკაცის სამოსი) და ბიონსე(საუკეთესო სტილი) გახდნენ.
დემნა გვასალიას გლობალური წარმატება ახალ მწვერვალებს აღწევს: მას ცერემონიალზე საუკეთესო საერთაშორისო დონის დიზაინერის სტატუსით დააჯილდოვებენ.
ნომინანტების ახალი სია შემდეგნაირია:
დიზაინერი ქალის ტანისამოსისთვის: ჯოზეფ ალტუზარა (Altuzarra), მარკ ჯეიკობსი, რაფ საიმონსი (Calvin Klein), ლაზარო ერნანდესი და ჯეკ მაკკალოუ(Proenza Schouler), ეშლი და მერი-ქეით ოლსენები (The Row).
საუკეთესო დიზაინერი მამაკაცის სამოსისთვის: რაფ საიმონსი (Calvin Klein), რობერტ გელერი, ტომ ბრაუნი, ტიმ კოპენსი, ტოდ სნაიდერი.
საპატიო ჯილდო:
"სვაროვსკის" პრიზი ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის: კენეტ კოული
ჯეფრი ბინის პრემია მოდის განვითარებისთვის: რიკ ოუენსი
დამფუძნებლის ჯილდო: პეტ მაგრატი
საუკეთესო ინტერნაციონალური დიზაინერი: დემნა გვასალია (Vetements და Balenciaga)
სტილის ეტალონი: ფრანკა სოზანი (იტალიური ვოგის ინდუსტრიის მმართველი)