აფრიკელი პატარების უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დახმარება-ეს იმ საქმეთა მცირე სიაა, რომელშიც ლამაზი, წარმატებული და მოდური გოგონები იღებენ მონაწილეობას.
ლამაზ სხეულში ლამაზი სული აქვთ-უკვე მრავალი წელია ისინი მსოფლიოს ყველა წერტილში დადიან და აგროვებენ სახსრებს, რათა დაეხმარონ სხვებს. ზოგიერთი მათგანი კი საქველმოქმედო ფონდს აარსებს. წარმოგიდგენთ ამ საქმეში ლიდერ მოდელებს.
ნატალია ვოდიანოვა
რუსული მოდის სიამაყეს - ნატალია ვოდიანოვას ფონდი აქვს სახელად Naked Heart Foundation. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დახმარებაა. ყოველწლიურად ნატალია კარლი კლოსთან ერთად, ლონდონში საქველმოქმედო ბაზრობას Fabulous Fund Fair-ს მართავს. ღონისძიებაზე ყველა მოდის წარმომადგენელი იკრიბება და კეთილ საქმეში თავისი წვლილი შეაქვთ.
კარლი კლოსი
კარლი კლოსი სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამებში იღებს მონაწილეობას. 2010 წელს დაარსა Karlie Kloss Cares, რათა ჰაიტიზე დაზარალებულებს დახმარებოდა. 2012 წელს პეჩენიების Karlie's Kookies-ს გამოშვება დაიწყო. ისინი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე აქტიურად იყიდებოდა.
ტონი გარნი
ტონი გარნი აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკაში მყოფი პატარა გოგონების უფლებების დაცვისთვის იბრძვის. 2014 წელს კომპანია Because I am a Girl ელჩი გახდა, 2016 წელს კი Toni Garrn Foundation დაარსა. ფონდი დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარე ბავშვების განათლებას აქცევს ყურადღებას.
დოუთსენ კრუზი
დოუთსენი სპილოებს იცავს და ბრაკონიერების წინააღმდეგ იბრძვის. მან ორგანიზაცია Save The Elephants დაარსა, რომლის კამპანიასაც ლეონარდო დიკაპრიო, ნაომი კემპბელი, კარლი კლოსი და სხვები უჭერენ მხარს. როგორც ჩანს სავანაში ბევრი ცდილობს იშვიათი ჯიშის განადგურებას.
კრისტი ტერლინგტონი
მოდელმა 2010 წელს Every Mother Counts დაარსა. ორგანიზაცია ჩამორჩენილ ქვეყნებში დედებისა და შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის. მათ მედიკამენტებით, საავადმყოფოში ტრანსპორტირებითა და ინდივიდუალური მედპერსონალით უზრუნველყოფს.
ადრიანა ლიმა
St Luke's Foundation for Haïti-ის მფლობელი მიწისძვრებისგან და ბუნებრივ კატასტროფებისგან დაზარალებულებს ეხმარება. ადრიანას საქმიანობა ასევე ახალგაზრდებში განათლების მიღების ამაღლებას ემსახურება. მოდელი ბრაზილიაში და სტამბულში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვისაც ზრუნავს.