პაპარაცები კემბრიჯის ჰერცოგინიას ყოველ ნაბიჯს აფიქსირებენ და ძნელია არ მოიხიბლო ქეითის დახვეწილი ბრიტანული სტილით. გულშემატკივრები მას მის გარდერობს ეტალონად მიიჩნევენ, რადგანაც ის ჰარმონიულად ახდენს მდიდრული საღამოს კაბების ყოველდღიურ ტანისამოსთან შერწყმას.
გთავაზობთ პრინც უილიამის ცოლის ჩაცმულობის სტილის მიმოხილვას, რომელსაც თანამედროვეობის ყველაზე ელეგანტურ არისტოკრატს უწოდებენ.
მწვანე ფერი
ერთ-ერთი მისი საყვარელი ფერი მწვანეა. ქეით მიდლტონის 2017 წლის გარდერობში მწვანე ფერის პალტოს, ტვიდის კოსტიუმებსა და მოქსოვილ კაბებს იხილავთ.
კოსტიუმები
ქეითის სტილს მხოლოდ კლასიკურს ვეღარ მივაკუთვნებთ. არ არის გასაკვირი, რომ ათობით ტრადიციული კოსტიუმი აქვს. ხშირად არჩევანს შანელის ტვიდის კომპლექტებზე აკეთებს.
წითელი ფერი
ჰერცოგინიას სტილის საიდუმლო ფერთა სწორ შეხამებაშიცაა. ის ზუსტად ხვდება თუ რომელი ფერი მოუხდება სახეს და რომელი ფერები შეეხამება ერთმანეთს იდეალურად. ქეითის ერთ-ერთი არჩევანი ალისფერია, რომელიც წვეულებებზე თავის სავიზიტო ბარათად გაიხადა.
კრუჟაო
კრუჟაოიანი ტანისამოსის შერჩევისას, ქეითი მკაცრ სილუეტებს ანიჭებს უპირატესობას. მაგ. ქვედაბოლო მუხლამდე-ის ყოველთვის ინარჩუნებს ბალანსს ქალურობასა და ელეგანტურობას შორის.
პალტო
ბოლო დროა ქეითის გარდერობში პალტო და პალტოსმაგვარი კაბა აბსოლიტური ლიდერები არიან.
ყოველდღიური სტილი
თუ საღამოს კაბების არჩევისას ჰერცოგინია ცნობილ დიზაინერებს მიმართავს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ნახავთ უფრო გავრცელებული ბრენდის სამოსით. მისი საყვარელი მასიური ბრენდებია Topshop, Monsoon და Zara.
ფერადი პრინტი
მიუხედავად იმისა, რომ მისი უმეტესი ტანისამოსი ერთ კონკრეტულ ფერშია წარმოდგენილი, ბრიტანელი ხანდახან პრინტებით მორთულ სამოსსაც იცვამს. მისი რჩეული გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ყვავილოვანი პრინტია.
ქუდები
დოღი, აღლუმი, ოფიციალური ცერემონიალები - ყველა არისტოკრატს საკუთარი ქუდების კოლექცია შვენის. ქეითის არჩევანი ლაკონური ქუდებია ყვავილოვანი დეკორით.