შვედურმა ბრენდმა მიმდინარე სეზონისთვის ახალი კოლექცია გამოუშვა. მასში ყოველდღიური ფაქიზი ტანისამოსია შესული: ფრიალა კაბები, ტოპები, ჯინსის ქურთუკები და ქვედაბოლოები. კოლექცია პასტელურ ფერებში, კერძოდ კი ღია ვარდისფერსა და ფირუზისფერშია გადაწყვეტილი.
ახალი კოლექციის სახელი ტეილორ ჰილი და ფრედერიკე სოფი არიან. გოგონები ვიდეორგოლში ფერად კაბებს და ყვავილოვან ქვედაბოლოებს ირგებენ.
ახალი კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია H&M-ის ონლაინ მაღაზიებში.