შემოდგომა-ზამთარი 2017-ის ჩვენებებმა მშვიდად ჩაიარა. მოდის ინდუსტრია იმდენად შეეჩვია ბრენდების დიზაინერებთა გადაწყობამ, რომ აღარაფერი უკვირთ. აღნიშვნის ღირსია რაფ საიმონსის დებიუტი კალვინ კლეინისთვის. რაფმა თანამედროვე მოდა გვაჩვენა: პრაქტიკული, რომელიც ქალებისა და კაცებისთვის თანაბარ ანდროგენულობას შეიცავდა.
კაცის კოსტიუმები, წითელი კაბები, კოვბოის ფეხსაცმელები, ბუმბულის პალტოები და ინდიგოს ფერები-ყველაფერი რასაც მომავალი სეზონის მოდა შეიცავს.
დიდი მოცულობის მამაკაცის კოსტიუმები
როგორც ეს „ენი ჰოლსა“ და „ამერიკულ ჟიგოლოშია“
უნდა ატაროთ ისინი სამსახურში, ისე როგორც ამას 70-იანების ნიუ-იორკში აკეთებდნენ.
ინდიგოს ფერები
ჯინსები ახალ სეზონზე მუქი ცისფერი უნდა იყოს.
გაფორმება კი მძვებითა და ილუსტრაციებით.
ბეწვის პალტოები
ფუმფულა ბეწვიანი პალტოს მოყვარულებს შეუძლიათ ისინი მომავალ ზამთარს თამამად ატარონ.
უკან მომავალში
ფუტურისტიკა უკანასკნელ სეზონებში პოპულარობას არ კარგავს.
ვერცხლის ტყავი, აბრეშუმი, ბამბა და ლითონის მეტალები მოწოდების სიმაღლეზეა.
ველური დასავლეთი
პროამერიკულმა განწყობამ ნიუ-იორკში აიღო სტარტი და პარიზამდე მივიდა.
ინდიელთა ტანისამოსისთვის დამახასიათებელი ფოჩები და ფერთა გამა, კოვბოის პერანგები, ქუდები და ფეხსაცმელები.
შიშველი მუცელი
სპორტ დარბაზში გატარებული საათების შედეგის დემონსტრაცია უნდა მოხერხდეს.
მოდის მოყვარულებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სითამამე მოუწევთ.
წითელი კაბა
წითელი ფერი ნამდვილი ფავორიტია ახალ სეზონზე.
წითელი კაბა კი ქალბატონების მთავარი იარაღი.
სპორტი
სპორტული თემა ასევე მოდურია:
სმოკინგი
ატლასის მამაკაცის კოსტიუმები დიზაინერებმა კაბებად და პალტოებად გარდაქმნეს.
თუმცა არც კლასიკური ვარიანტი აუკრძალავთ.
"სიშიშვლე"
მსოფლიო მოდა ადამიანის კანის ფერის ტანისამოსის ტარებას გვირჩევს.
სათხილამურო ჯემპრი
იუმორისტულ ელემენტებთან დაკავშირებით, სკანდინავიური დეტალებით გაფორმებული ჯემპრები მსოფლიო მოდას იპყრობს. შესაძლოა მათი საშუალებით პალტო ჩაანაცვლოთ.
ველვეტი
XXI-ის საოცარი ქსოვილი მოდის მოყვარულთა გარდერობებში კვლავ იკავებენ ადგილს.
ყვითელი
2017 წლის შემოდგომა გვპირდება, რომ მზიანი იქნება.
შავი ტყავი
ამ სტილს კენდალ ჯენერი და რიანა წლებია მისდევენ.
შეგიძლიათ თავდაპირველად ისინი კაბის, კომბინიზონისა და კოსტიუმის სახით ატაროთ.
„უელსის პრინცი“
შოტლანდიური კლეჩატი, რომელიც სხვადასხვა ფერებშიც გადადის ბრიტანული გემოვნებისა და სტილის ეტალონად ითვლება.
კვილტინგი
ნაჭრის გადასაფარებელი ბებეიების ზარდახშებიდან პოდიუმზე ავიდა.
საბნებთან ერთად ის სეზონის ახალი ჰიტია.