პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა უიქენდი საფრანგეთის დედაქალაქში გაატარეს. უილიამი დედამისის, პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ, უკვე 20 წელია პარიზში აღარ ყოფილა.
მსოფლიო მოდის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტისთვის ქეითმა მომხიბლავი გარდერობი შეარჩია: პირველივე დღეს ის სამი სხხვადასხვა ტანისამოსით წარსდგა.
წყვილი პარიზში წმ. პატრიკის დღის აღნიშვნისას ჩავიდა. ქეითი აღლუმს Catherine Walker-ის მუქი მწვანე პალტოთი დაესწრო. ამ სტილით შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.
საფრანგეთის ხელოვნების, სპორტის, მოდისა და ბიზნესის ლიდერებთან შეხვედრისას საელჩოში, ქალბატონი ალექსანდრე მაქვინის შავ კაბაში იწონებდა თავს. ბრიტანეთის ელჩთან ერთად გამართულ გალა-საღამოზე კი პრინცის ცოლი Jenny Packham-ის ცისფერ კაბასა და ოსკარ დე ლა რენტას ფეხსაცმელებს ატარებდა.
ტურნეს მეორე დღეს, ექსკურსია მუზეუმსა და სტადიონზე დაიგეგმა. ასევე, კემბრიჯელი ცოლ-ქმარი პარიზსა და ნიცაში მოხმდარი ტერაქტის ვეტერანებსა და დაზარალებულებს შეხვდნენ. ამჯერად, ქეითმა შანელს მიმართა.
საბოლოოდ კი, საფრანგეთისა და უელსის რაგბის მატჩს დაესწრნენ.თამაშს ქეითი კაროლინა ჰერერას წითელი პალტოთი ადევნებდა თვალს. თამაში ფრანგების მოგებით დასრულდა.