მოსკოვში Mersedez-Benz Fashion Week-ის ფარგლებში „ასტუდიოს“ სოლისტმა თავისი ბრენდის KETIone-ის ახალი კოლექცია წარადგინა.
ყველა მოდელს „ამბოხებული ხასიათი“ აერთიანებდა. ამ ჯერზე ქეთამ კაბებზე უარი თქვა და პრაქტიკული ტანისამოსი წარადგინა.
ქეთამ საკუთარი ხაზი 2015 წელს გამოუშვა. მართალია, როგორც პროფესიონალი დიზაინერი ისე არ იღებს მონაწილეობას, თუმცა რეგულარულად აწყობს ჩვენებებს რუსეთის მოდის კვირეულებზე.
მომღერალი ბავშვთა ტანისამოსსაც ქმნის და თავის ქალიშვილს ოლივიას უძღვნის.