24 წლის მომღერალი ამერიკული ვოგის აპრილის ნომრის მთავარი გმირი გახდა. სელენა გომესი ამერიკული ვოგის ყდაზე პირველად მოხვდა. ინტერვიუში ინსტაგრამის პოპულარობასა და დეპრესიასთან ბრძოლაზე ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული პერსონა გავხდი, წყობიდან გამოვედი. ეს ის არის რითიც ვიღვიძებ და რითიც ვიძინებ. დამოკიდებული გავხდი და მუდმივად ვათვალიერებდი, მაშინაც კი თუ საერთოდ არ მჭირდებოდა. ნელ-ნელა აპლიკაციაში შესვლისას უკვე ცუდად ვგრძნობდი თავს.“
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა 110 მილიონი მიმდევარი დააგროვა.
„ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს, როცა 6 გოგონა გყავს გვერდით. რეალური ადამიანები, ვინც ცხოვრებისთვის იბრძვიან. რთული იყო ინსტაგრამისგან თავის დაღწევა, თუმცა საუკეთესო რაც კი რამ გამიკეთებია“
„ტურნეები მარტოსულობას მაგრძნობინებს. Revival World Tour-მა თვითშეფასება დამიგდო. დეპრესიასა და შფოთვას ვგრძნობდი. სცენაზე გასვლის წინ პანიკური შეტევები მქონდა. ვგრძნობდი თითქოს არ ვიყავი საკმარისად კარგი ამ ყველაფრისთვის. კონცერტებზე ხალხს ვთხოვდი არასოდეს მიეცათ სხვებისთვის უფლება ეგრძნობინებინათ, რომ არ არიან საკმარისად კარგები.“
გადაღებებიდან ვოგმა ვიდეოც შემოგვთავაზა:
http://video.vogue.com/watch/selena-gomez-behind-the-scenes-april-cover