როგორ ჩავიცვათ ბრიტანულ სტილში? ქეით მოსის, სიენა მილერის, ალექსა ჩანგისა თუ სხვა ცნობილი მოდის მოყვარულთა შთაგონებით, ბევრი გოგონა ეძებს გუგლში ამ კითხვაზე პასუხს. წარმოგიდგენთ ნისლიანი ალბიონის მოდის მიმდევრებს, რომლებიც თავიანთ სტილზე არ საუბრობენ.
არ არსებობს „არასწორი ტრენდი“
მოდა ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია. თუ ახალი ტენდეციები პირველად ყოველდღიურობისთვის მოუხერხებლად გეჩვენება, აუცილებლად მოისინჯე! თუნდაც მაღაზიაში. იქნებ, შენს ჩაცმულობას იდეალურობისთვის ზუსტად ეს „გიჟური“ დეტალი აკლია?
ისარგებლე შეყვარებულის გარდერობით
ბრიტანელებმა მეგობარი ბიჭებისგან ტანისამოსის მისაკუთრება მანამდე დაიწყეს, სანამ „ბოიფრენდი“ ჯინსები და ანდროგენული ქალის სტილი ულტრამოდური გახდებოდა.
დაივიწყე თმის იდეალური ფორმის შესახებ
„დაუდევრად გაშლილი“ თმები უკეთ და საინტერესოდ გამოიყურება, ვიდრე იდეალურად გასწორებულ ფორმაში.
კლასიკას პატივს სცემ, მაგრამ არ ატარებ მას ყოველდღე
თეთრი მაისური, კლასიკური ფეხსაცმელები - უბრალო ნივთები ყველა მოდური ბრიტანელის გარდერობში ინახება, მაგრამ არცერთი მათგანი არ ატარებს მათ 24 საათი 7 დღის მანძილზე. ხშირად მათ ორიგინალური ხერხებით წარმოაჩენენ.
სწორი “გულგრილობა“ შესაფერისია
დაივიწყეთ შარვლის სისწორისა და იდეალურად გაუთავებული პერანგის შესახებ. არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ შენ ერთადერთი ხარ ვინც ზრუნავს იმაზე თუ როგორ გამოიყურება. გაიხსენე, რომ გაქვს ცხოვრება სადაც ცოტა ირონია და მოდუნება არ გაწყენდა.
პირველად ირგებ ახალ ტრენდებს..
მიუხედავად იმისა, რომ ისინი უცნაური ან ზედმეტად გახსნილი გეჩვენება.
შენ ატარებ კაბას და არა კაბა შენ
როგორც იქნა გადაწყვიტე, რომ ქუჩაში კაბით გახვიდე, მაგრამ სარკის წინ დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობ სწორ ფორმას. საბოლოოდ კი ისევ ჯინსს იცმევ. კაბა-მშვენიერია, მაგრამ არ ღირს, რომ ზედმეტად სერიოზულად მიუდგეთ. ბრიტანელები მათ ჯინსებზეც იცმევენ და უხეშ ფეხსაცმელსაც ამატებენ.
ფეხსაცმელები და კეტები ყველაფერს უხდება
კაბის კომბინაცია, კოსტიუმი, „პიჟამო“ თუ ქალური სტილი-არ არსებობს ტანისამოსი, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელს არ დაუმეგობრდება. ბრიტანელები მოდისა და კეტების დემოკრატიას ეგებებიან!
ლეოპარდის პრინტს არ სჭირდება განსაკუთრებული მიზეზი
თუ არ იცი რა ჩაიცვა, ამაყად ჩაიცვი ლეოპარდის პრინტი. ამ უბრალო წესს ბრიტანეთის ყველა მოდის მიმდევარი მისდევს. რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ კლასიკას? რა თქმა უნდა, მთლიანად ლეოპარდის სამოსი არ განიხილება.