ლუქსის კლასის ბრენდები უკვე აღარ არიან მოდის ინდუსტრიის სათავეში. ბრიტანულმა კომპანია Brand Finance-მა ტანისამოსის ყველაზე გავლენიანი ბრენდები გამოავლინა.
ამ ყველაფრისთვის გაითვალისწინეს გაყიდვები, მარკეტინგული ინვესტიციები, ცნობადობა, პროდუქტის ხარისხი, პერსონალის კმაყოფილების დონე და კომპანიის რეპუტაცია.
უპირობო ლიდერი სპორტის გიგანტი ნაიკი გახდა. მისი შემოსავლები წინა წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ბრენდის წარმატება ბევრი ეფექტური კამპანიით აიხსნება: საერთო კოლაბორაციები ვარსკვლავებთან, დიდი ზომის სპორტული ხაზისა და ჰიჯაბის გამოშვება...
რეიტინგის მეორე ლიდერი შვედური ხაზი H&M-ია, მესამე კი ესპანური ზარა.
წარმოგიდგენთ მდიდარი ბრენდების ათეულს:
1. Nike, 32 მილიარდი $
2. H&M, 19 მილიარდი $
3. Zara, 14,4 მილიარდი $
4. Louis Vuitton, 13 მილიარდი $
5. Adidas, 10 მილიარდი $
6. Uniqlo, 9,6 მილიარდი $
7. Hermès, 8,3 მილიარდი $
8. Rolex, 7 მილიარდი $
9. Gucci, 6,8 მილიარდი $
10. Cartier, 6,7 მილიარდი $