პარიზის მოდის კვირეულზე, ბალენსიაგას ჩვენება შედგა. ერთი წლის წინ ბრენდში ქართველი დიზაინერის დებიუტმა მსოფლიო მოდა აალაპარაკა. Business of Fashion-ის ვერსიით დემნა „წლის ადამიანის“ სტატუსს ფლობს. მისი მუშაობა „ბალენსიაგაში“ საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის წოდებით ხასიათდება.
ბრენდის 2017 წლის საშემოდგომო კოლექცია იმ ნაცნობი სილუეტებითაა გაჯერებული, რომლებმაც ბალენსიაგა ცნობილი გახადა. პოდიუმზე მოდელები ტრადიციულ საღამოს კაბებში წარსდგნენ.
ხანდახან მასაც უწევს კომპრომისებზე წასვლა. თავის ბრენდ Vetements-ში დემნა თავის თავს ყველაფრის უფლებას აძლევს. ატარებს არტ-პერფორმანსებსა და სოციალურ ექსპერმენტებს, რითიც შოუს გარშემო დიდ აჟიოტაჟს იწვევს. Balenciaga-ში კი აღტაცების მოთოკვა უწევს. თუმცა, მისი პირველი ორი კოლექცია ამ ბრენდისთვის აბსოლიტური ჰიტი გახდა. ამჯერად, კოლექციაში წარმოდგენილია მხარზე საკინძით დამაგრებული პალტოები და ჟაკეტები, ფერადი ქვედაბოლოები და მრავალშრიანი კაბები, რომლებიც უპირობოდ თავად ბრენდის შემქმნელის ხასიათს იზიარებს.