ვოგის 22-ე საერთაშორისო გამოცემა ისტორიული მნიშვნელობისაა: სამოდელო ბაზარზე არაბული ვოგი გამოვიდა. ჯიჯი ჰადიდმა სამოდელო კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პირველი ნომერის ყდას პალესტინური ფესვების წყალობით, სწორედ 22 წლის მოდელი ამშვენებს.
ჯიჯი ჰადიდმა ინსტაგრამზე საკუთარი ემოციები გაგვიზიარა: "იყო ნახევრად პალესტინელი და დაამშვენო არაბული ვოგის პირველი ყდა, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ვიმედოვნებ ეს სიახლე მოდის ინდუსტრიაში დიდ ცვლილებებს მოახდენს."
ჯიჯი ჰადიდი უკვე მეჩვიდმეტედ ხვდება საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზე, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ყდაა. არაბული ვოგის პირველი ნომერი აფრიკის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებს 5 მარტიდან მიეწოდებათ.
"არაბული სამყაროს ქვეყნები დიდი ხანია იმსახურებენ ადგილს მოდის ისტორიაში. პირველ ყდაზე ჯიჯის ამორჩევა ყველაზე იდეალური გადაწყვეტილება იყო"-აცხადებს არაბული ვოგის რედაქტორი დეენა ალჯუჰანი აბდულაზიზი.