ვარსკვლავები პატარძლის როლს ხშირად ირგებენ რეალურ ცხოვრებაშიც და ფილმებშიც. შევადაროთ თუ სად უფრო მეტად მოიხდინეს საქორწილო კაბა მშვენიერმა მსახიობებმა.
ჯულია რობერტსი ორჯერ გათხოვდა. პირველი ქორწინებისთვის მსახიობმა სადა თეთრი კაბა შეარჩია, რომელსაც გრძელი ორიგინალური ფატა შეუხამა.
ჯულია ფილმებში განსახიერებული პატარძლების რაოდენობით ჰოლივუდში რეკორდსმენია. "გაქცეულ პატარძალში" მსახიობს შედარებით დახურული კაბა შეურჩიეს, "ფოლადის მაგნოლიებში" კი ღრმა დეკოლტითა და გახსნილი მხრებით მოგვევლინა.
სარა ჯესიკა პარკერი მისი გმირის კერი ბრედშაუს მსგავსად, ორიგინალური სტილით გამოირჩევა. საკუთარ ქორწილში მსახიობი შავი კაბით გამოცხადდა. ფილმშიც "სექსი დიდ ქალაქში" მსახიობი ვივიენ ვესტვუდის არაორდინალურ კაბას ირგებს, რომელიც კინო ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ კაბად აღიარეს.
ენ ჰეტვეიმ და ქეით ჰადსონმა ფილმში ნამდვილი პატარძლების ომი მოაწყვეს. საბოლოოდ ორივე მათგანი აკეთებს თავის საუკეთესო კაბის არჩევანს.
ახლა ქეით ჰადსონი Muse-ის სოლისტს მეთიუ ბელს ხვდება. ქორწინება კი 2000 წელს მუსიკოს კრის რობინსონთან ჰქონდა. ყოფილ ქმართან მან გაშლილი კაბა არჩია, გრძელი ფატითა და ნაცრისფერი ქამრის დეტალით.
მისი კოლეგის ქორწინება კი 2012 წელს შედგა. ცერემონიალზე ენმა ვალენტინოს კაბა მოირგო. ამ სტილის საქროწილო ჩაცმულობა ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ და დახვეწილ მაგალითად ითვლება.
შოუბიზნესის ლამაზმანს ჯენიფერ ლოპესს ერთ-ერთი მოკლე ქორწინება მოცეკვავე კრის ჯადთან ჰქონდა. თუმცა, ქორწილში ჯენიფერ ლოპესი განსაკუთრებულად დახვეწილი, კრუჟაოთი გაფორმებული კაბით გამოირჩეოდა.
2001 წელს, მსახიობმა ქორწილების ორგანიზატორის როლი შეასრულა, სადაც თავადაც აღმოჩნდა პატარძლის როლში. ფილმისთვის ზედმეტად მკაცრი და დახურული სტილი შეურჩიეს.
ცნობილი მონიკა სერიალ "მეგობრებიდან" 1999 წელს კოლეგაზე დევიდ არკეტზე დაქორწინდა. ამ დღისთვის ვალენტინოს კაბა აარჩია-გრძელი ხელებითა და გამოკვეთილი ფორმით. მდიდრულმა ყელსაბამმა, ფატამ და წითელმა ვარდებმა ვარსკვლავი განსაკუთრებულად ელეგანტური გახადეს.
კორტნი კოქსი 2001 წელს სერიალშიც დაქორწინდა. მონიკა ძალიან ჰგავდა რეალურ კორტნის, როგორც პატარძალს.