ოსკარზე გამარჯვებული ფილმის Moonlight-ის მსახიობი მამაკაცები კელვინ კლაინმა თავის ახალ სარეკლამო კამპანიაში გადაიღო. შავ-თეთრ კამპანიაში ალექს ჰიბერტი, ეშტონ სანდერსი და ტრევანტ როდესი მამაკაცების თეთრეულს წარმოგვიდგენენ.
"მთვარის შუქი" პირველი გამარჯვებული ფილმია ოსკარის ისტორიაში, რომელიც სექსუალური უმცირესობების თემატიკას ეხება.
ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა რაფ საიმონსმა კამპანია შემდეგნაირად დაახასიათა: "იმ შესანიშნავი მსახიობების აღიარება, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხს გვაჩვენებენ: რას ნიშნავს იყო კაცი დღეს."
კელვინ კლაინი თავისი პროვოკაციული კამპანიებითაა ცნობილი და მათში ბევრ ცნობილ მამაკაცს აქვს მონაწილეობა მიღებული.