მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ახალბედა ქართველი დიზაინერების ირაკლი რუსაძისა და დავით გიორგაძის ბრენდის ჩვენება შედგა. Situationist-მა 2017/2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარმოადგინა.
ერთ მაისურზე ცნობილი გრაფიკული გამოსახულება იყო დატანილი. ბრენდმა თბილისის სიმბოლო-ქართლის დედა გამოიყენა.
Situationist-მა ცოტა ხნის წინ მოდის სამყარო უკვე აალაპარაკა, როცა ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი მის ტანისამოსში გამოწყობილი შეამჩნიეს.