ვანესა პარადი და მისი 17 წლის შვილი, ლილი როუზ დეპი საერთო ფოტოსესიაში გადაიღეს. მათი გულშემატკივრები დედა-შვილის საოცარ მსგავსებაზე ალაპარაკდნენ.
ჯონი დეპის ქალიშვილი სამოდელო კარიერაში დიდ წარმატებებს აღწევს. ის აქტიურად არეკლამებს შანელის პროდუქტს და ბრენდის ჩვენებებშიც იღებს მონაწილეობას. უკვე ზედიზედ მეორე წელია ის კარლ ლაგერფელდის მუზაა.
ახალბედა მოდელისთვის ჟურნალი Our City of Angels-ის ფოტოსესია არამხოლოდ მორიგი ნაბიჯია კარიერაში; ფოტოსესია საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. გაყიდვებიდან შემოსულ ჰონორარს მსახიობები მთლიანად არაკომერციულ ორგანიზაციას Planned Parenthood-ს გადაურიცხავენ. კომპანია დედებისა და შვილების ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული.