კრისტიან ლუბუტენის ყველა ინტერვიუ აღმოჩენებითაა სავსე. ამჯერად, დიზაინერი ქალის იდეალებზე, ახალგაზრდობის ოცნებებზე და პირველ ნაბიჯებზე გვიყვება მოკლედ.
ბრენდზე: 1990 წელს საერთო არ ვფიქრობდი რაიმე ბიზნესზე. მოდა მაშინ უბრალოდ სასიამოვნოდ გასატარებელ დროს წარმოადგენდა.
შემოქმედებაზე: სინამდვილეში, მე ხატვა არვიცი. მხოლოდ ფეხსაცმელებს ვხატავ კარგად. მაშინაც კი როცა საქმე არ მქონდა, დილიდან საღამომდე ამას ვაკეთებდი. შეკვეთები ძალიან ცოტა მქონდა და ვოცნებობდი რომელიმე ცნობილი ბრენდისთვის, მაგალითად ვერსაჩესთვის შემექმნა ფეხსაცმელი. 1980 წელს ვაკანსია გამოჩნდა და ვიფიქრე ჩემი ნახატები დააინტერესებდათ, ვამზადებდი ალბომს, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე დარეკვა, რათა ჩემი ფეხსაცმელი შემეთავაზებინა.
ახალგაზრდობაზე: როცა 17 წლის ვიყავი, პარიზში, ერთ კაბარეში ვმუშაობდი. მოცეკვავეები შესანიშნავი კოსტიუმებით სამოთხის ჩიტებს მაგონებდნენ. ერთადერთი დეტალი, რაც იდეალური არ ჰქონდათ, ფეხსაცმელი იყო. მაშინ მომინდა ამ ჩიტებისთვის შესაფერისი ფეხსაცმელი შემექმნა და მთლიანად დავკავდი ამ საქმიანობით.
ქალების საიდუმლოებებზე: ბავშვობიდან ქალებით ვიყავი გარშემორტყმული. სახლში დედა და სამი და მყავდა. ყველაზე უმცროსი ვიყავი ოჯახში და ვერავინ მამჩნევდა. ამის წყალობით, ჩემთვის ქალების ყველა საიდუმლოება ნაცნობი გახდა. ქალების მეგობარი, ქალბატონი თუ დიზაინერი ერთადაა თავმოყრილი ჩემს თავში. როცა ფეხსაცმელს ვქმნი, ჩემში დიზაინერი ამბობს: "ეს ლამაზია", ქალების მეგობარი ამატებს: "ლამაზია, მაგრამ შენი კოჭი მსუქანი გამოჩნდება", ქალბატონი ამბობს "გოგონა ამით? არასოდეს", ხოლო ვიღაც კიდევ ამატებს "ვის ადარდებს?".
მამაკაცების ფეხსაცმელზე: ერთხელ ერთმა მომღერალმა მითხრა: "როცა ჩემს მეგობრებს შენი ფეხსაცმელები აცვიათ, ისინი უფრო ბედნიერები ხდებიან. მეც მინდა სცენაზე თავი უკეთესაც ვიგრძნო." ეს იყო საუკეთესო არგუმენტი, იმისთვის, რომ მამაკაცთა ფეხსაცმლის შექმნა დამეწყო.
ტრენდებზე: "ჭკუაზე შემცდარიც კი არ იყიდის მაღალი ღირებულების ბეჭედს, იმისთვის, რომ ნახევარი წლის შემდეგ გადააგდოს. ამიტომაც, ვამჯობინებ შევქმნა ისეთი ფეხსაცმელი,რომელიც მუდამ მოდაში იქნება."
სილამაზეზე: ქალმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება. ესაა სიჭკვიანისა და თავისუფლების ნიშანი.